Accentnews.ge
კობახიძე: "არავითარ შემთხვევაში დარბევა არ იქნება"

კობახიძე: "არავითარ შემთხვევაში დარბევა არ იქნება"

07/03/2023 18:11:14 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ დღეს პარლამენტან მიმდინარე აქციაზე "არავითარ შემთხვევაში დარბევა არ იქნება".

მისი თქმით, სამართალდამცველები იმოქმედებენ პროპორციული ძალის გამოყენებით:

„მთავარია, რომ სამართალდამცავი ორგანოები პროპორციულობის პრინციპის დაცვით იმოქმედებენ და არავითარ შემთხვევაში დარბევა არ იქნება. სადაც იქნება საჭირო პროპორციული ძალის გამოყენება, იქ იქნება გამოყენებული, მათ შორის იმისთვის, რომ საფრთხე არ შეექმნათ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს. თუმცა ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სამართალდამცავი ორგანოები იმოქმედებენ სათანადოდ, პროპორციულობის პრინციპის დაცვით. დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი არ არის გახარაია, ვახტანგ გომელაურია, რომელიც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იდგა და დღესაც მოწოდების სიმაღლეზე იდგება. ამაში უპირველესად, იგულისხმება ის, რომ თანაზომიერების პრინციპი აუცილებლად იქნება დაცული“.

ამჟამად პარლამენტთან დაძაბული ვითარებაა. რუსთაველის გამზირზე ათასობით მოქალაქე მას შემდეგ შეიკრიბა, რაც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.

დემონსტრანტების წინააღმდეგ პერიოდულად იყენებენ წყლის ჭავლსა და ე.წ. წიწაკის სპრეის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S