Accentnews.ge
"შავი დღე არის მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისთვის და მისი მხარდამჭერებისთვის"

"შავი დღე არის მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისთვის და მისი მხარდამჭერებისთვის"

07/03/2023 18:25:00 პოლიტიკა

"შავი დღე არის მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისთვის, მისი მხარდამჭერებისთვის და მასთან დაკავშირებული ძალებისთვის", – ასე ეხმიანება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ–ის საელჩოს დღევანდელ განცხადებას.

„მარტივად გეტყვით, ეს შავი დღე არის რადიკალური ოპოზიციისთვის და მისი გულშემატკივრებისთვის, მხოლოდ მათთვის, ეს არის ცალსახა და ეს იკვეთება ყველაფრიდან , მათ შორის კანონპროექტის შინაარსიდან. შავი დღე დღეს არის მხოლოდ რადიკალური ოპოზიციისთვის და მასთან დაკავშირებული ძალებისთვის“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

დიპლომატიური უწყება პირდაპირ ამბობს, რომ დღეს ქართული დემოკრატიისთვის შავი დღეა და აღნიშნავს, რომ ამ კანონების მიღება "ძირს გამოუთხრის მნიშვნელოვან საქმეს, რომელსაც უამრავი ქართული ორგანიზაცია თანამოქალაქეების დასახმარებლად აკეთებს."

"დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა. პარლამენტის მიერ კრემლისგან შთაგონებული კანონების განხილვის გაგრძელება შეუთავსებელია საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის აშკარა სურვილთან და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან. ამ კანონების გატანა დააზიანებს საქართველოს ურთიერთობას სტრატეგიულ პარტნიორებთან და ძირს გამოუთხრის მნიშვნელოვან საქმეს, რომელსაც უამრავი ქართული ორგანიზაცია თანამოქალაქეების დასახმარებლად აკეთებს. ეს პროცესი და კანონპროექტები რეალურ კითხვებს აჩენს მმართველი პარტიის ერთგულებაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი", - აცხადებს საელჩო.

ამჟამად პარლამენტთან დაძაბული ვითარებაა. რუსთაველის გამზირზე ათასობით მოქალაქე მას შემდეგ შეიკრიბა, რაც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.

დემონსტრანტების წინააღმდეგ პერიოდულად იყენებენ წყლის ჭავლსა და ე.წ. წიწაკის სპრეის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S