"ნებისმიერი კანონდამრღვევი კანონის მთელი სიმკაცრით იქნება დასჯილი"
07/03/2023 18:33:49 პოლიტიკა
"ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "ნებისმიერი კანონდამრღვევი კანონის მთელი სიმკაცრით იქნება დასჯილი"
„რაც შეეხება პარლამენტთან მიმდინარე აქციას, იქ არიან გულწრფელი მოქალაქეები და ასევე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობენ და აუცილებლად შეეცდებიან, რომ სარგებელი ნახონ ამ პროტესტიდან. სამწუხაროდ დაფიქსირდა ძალადობის შემთხვევები სამართალდამცავების მიმართ. არის სერიოზული ფიზიკური დაზიანებები სამართალდამცავების შემთხვევაში. ნებისმიერი კანონდამრღვევი კანონის მთელი სიმკაცრით იქნება დასჯილი და ბოლო საკითხი რასაც ასევე მინდა შევეხო, ვრცელდება ამ კანონპროექტის ინიციატორებისა და მხარდამჭერების მისამართები იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ევროპელობაზე დებენ თავს. ეს არის ფაშიზმი. ფაშიზმს არავითარი კავშირი არ აქვს, ბუნებრივია, ევროპასთან. მე ძალიან მაინტერესებს, რას იტყვიან ფაშიზმის ამ გამოვლინებასთან დაკავშირებით ის ორგანიზაციები, რადიკალურ ოპოზიციასთან დაკავშირებული „ენჯეოები“, რომელთა გამჭვირვალეობასაც ითვალისწინებს ჩვენ მიერ დღეს მიღებული კანონპროექტი. მე მგონია, რომ მათი გამჭვირვალობა, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს იმას, რომ ფაშიზმის ასეთი გამოვლინების მიმართ, მათ ექნებათ ცოტა განსხვავებული დამოკიდებულება“, –განაცხადა კობახიძემ ბრიფინგზე.


