Accentnews.ge
აქციაზე მისულ ლევან იოსელიანს კვერცხები ესროლეს

აქციაზე მისულ ლევან იოსელიანს კვერცხები ესროლეს

07/03/2023 18:46:05 პოლიტიკა

ახლადარჩეული სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა, სადაც აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა სპეციალური საშუალებები, წყლის ჭავლი და ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა.

"ტვ პირველთან" საუბარში იოსელიანმა ვერ თქვა, გამოიყენა თუ არა შსს-მ არაპროპორციული ძალა მოქალაქეების წინააღმდეგ და განაცხადა, რომ "ამის შესაფასებლად მივიდა ადგილზე":

"მე ვარ იმისთვის აქ რომ ეს შეფასება გავაკეთო საბოლოოდ. კონკრეტულად ამ წუთში შეფასების გაკეთება გამიჭირდება, რადგან ვეცნობი აქ არსებულ მდგომარეობას. აქ დავრჩები მანამ სანამ ამ ადამიანების უსაფრთხოებას რაიმე ტიპის საფრთხე ემუქრება".

მედიასთან კომენტარის დროს ლევან იოსელიანს იქ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა კვერცხები დაუშინეს და აიძულეს ტერიტორიის დატოვება შეძახილებით: "მონა", "მონა".

ადგილზე შეკრებილების ნაწილის თქმით, იოსელიანი "ქართული ოცნების" პროექტია.

მანამდე, სახალხო დამცველის აპარატი განცხადებით გამოეხმაურა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S