აქუბარდია: "პარლამენტის დარბაზში რეგულარულად შემოდის ე.წ. წიწაკის სპრეი და არც შენობის დატოვების საშუალებას გვაძლევენ"
07/03/2023 19:23:04 პოლიტიკა
დეპუტატ თეონა აქუბარდიას განცხადებით, პარლამენტთან გამოყენებული ე.წ. წიწაკის სპრეი შედის შენობაშიც.
მისი თქმით, სამართალდამცველები პერიოდულად უშვებენ წყლის ჭავლსა და ე.წ. წიწაკის სპრეის დემონსტრანტების მისამართით.
"ამ ყველაფრს აკეთებენ იმისათვის, რომ დაიცვან რეჟიმი, რომელიც დგას ძალადობაზე. რეგულარულად შემოდის ე.წ. წიწაკის სპრეი და არც იმის საშუალებას გვაძლევენ, რომ დავტოვოთ პარლამენტის შენობა", – აცხადებს აქუბარდია.


