Accentnews.ge
ზურაბიშვილი – აქციის მონაწილეებს: "თქვენს გვერდით ვარ, არავის აქვს უფლება, წაგართვათ მომავალი"

ზურაბიშვილი – აქციის მონაწილეებს: "თქვენს გვერდით ვარ, არავის აქვს უფლება, წაგართვათ მომავალი"

07/03/2023 19:59:11 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში აქციის მონაწილეებს მიმართავს, რომ მათ გვერდით დგას. ამის შესახებ მან აშშ-დან მიმართვისას განაცხადა.

„მოგმართავთ თქვენ, ვინც ამ საღამოს დგახართ რუსთაველზე, როგორც არაერთხელ ვიდექი მე. მე აქ ვდგავარ ნიუ-იორკში და ჩემს უკან არის თავისუფლების ქანდაკება. ეს არის ის სიმბოლო, რისთვისაც საქართველო მუდამ იბრძოდა, რისთვისაც მოვედით დღემდე. მე ვარ თქვენს გვერდით. დღეს თქვენ წარმოადგენთ თავისუფალ საქართველოს. ის საქართველო, რომელიც თავის მომავალს ხედავს ევროპაში, არავის მისცემს უფლებას, რომ წაართვან ეს მომავალი. ეს მომავალი ეკუთვნის ჩვენს შემდეგ თაობას. ეს მომავალია, ის რომელსაც წინა თაობები ამზადებდნენ და ვამზადებდი ჩვენც. არავის აქვს უფლება, რომ თქვენ წაგართვან თქვენი მომავალი", – განაცხდა ზურაბიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S