Accentnews.ge
ზურაბიშვილი: "მივმართავ ჩვენს ელჩებს უცხოეთში, რას ვიცავთ, თუ არა ევროპულ მომავალს?"

ზურაბიშვილი: "მივმართავ ჩვენს ელჩებს უცხოეთში, რას ვიცავთ, თუ არა ევროპულ მომავალს?"

07/03/2023 20:11:32 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქართველ ელჩებს მიმართავს.

"მივმართავ ჩვენს ელჩებს უცხოეთში, ვინც წარმოადგენენ საქართველოს სხვადასხვა ევროპის ქვეყნებში, ან ამერიკაში, რას ვიცავთ ან რას წარმოადგენთ, თუ არა ამ ევროპულ მომავალს? ჩვენ ყველა ერთად, ახალგაზრდები, ვინც იქ ხართ, მე, როცა აქ ვაწარმოებ მოლაპარაკებებს და მექნება მნიშვნელოვანი შეხვედრები ან გაეროს ტრიბუნიდან როცა იმავეს ვამბობ. ვამბობთ იმას, რომ არ გვინდა ის კანონი, რომელიც უაზრო არის, თუ არა მისი აზრი, რომ ჩამოგვაშოროს ევროპას. ყველანი ერთად ვართ დღეს, ხვალ ერთად ვიქნებით და გავიყვანთ ამ ქვეყანას ევროპაში. ამის პირობას გაძლევთ თქვენ, იმიტომ რომ ეს პირობა მე ჩემ თავს დავუდე დიდი ხნის წინ", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა აშშ-დან მიმართვისას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S