Accentnews.ge
ხატია დეკანოიძე - ზურა ჯაფარიძე დააკავეს და სპეცრაზმის განთავსების ადგილას ჰყავთ

ხატია დეკანოიძე - ზურა ჯაფარიძე დააკავეს და სპეცრაზმის განთავსების ადგილას ჰყავთ

07/03/2023 20:45:07 პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის" წევრი დეპუტატის ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე დააკავეს და სპეცრაზმის განთავსების ადგილას ჰყავთ. ამის შესახებ იგი „ფეისბუქში“ პირად გვერდზე წერს.

„ზურა ჯაფარიძე დააკავეს და სპეცრაზმის განთავსების ადგილას ჰყავთ“,- წერს დეკანოიძე.

პარლამენტთან კვლავ დაძაბული ვითარებაა. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

სამართალდამცველები დემონსტრანტების წინააღმდეგ პერიოდულად იყენებენ ცრემლმდენ გაზს, "წიწაკის სპრეის" და წყლის ჭავლს.

ამის პარალელურად, აქციის მონაწილეების ნაწილმა სპეცდანიშნულების რაზმის მიმართულებით ე.წ. მოლოტივის კოქტეილები ისროლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S