Accentnews.ge
თამარ კორძაია, ხათუნა სამნიძე და თეონა აქუბარდია მოითხოვენ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაიწვიონ და გაათავისუფლონ დაკავებულები

თამარ კორძაია, ხათუნა სამნიძე და თეონა აქუბარდია მოითხოვენ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაიწვიონ და გაათავისუფლონ დაკავებულები

07/03/2023 20:49:17 პოლიტიკა

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები თამარ კორძაია, ხათუნა სამნიძე და თეონა აქუბარდია ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავენ და მოითხოვენ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი გაიწვიონ.

ამის შესახებ მათ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და აღნიშნეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიწვიოს კანონპროექტი და ამასთან, გაათავისუფლოს აქციაზე დაკავებული მოქალაქეები.

„საქართველოს მოქალაქეებს დღეს ჩვენი ხელისუფლება უსასტიკესად გაუსწორდა, მათ ერადერთი მოთხოვნა ჰქონდათ, რომ ეს კანონი გაეწვიათ, მაგრამ რუსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლის გამო ადამიანებს ესროლეს ცრემლსადენი გაზი, დაუშინეს რეზინის ტყვიები და გამოიყენეს წყლის ჭავლი. ვნახეთ არაერთი დაშავებული ადამიანი, დარწმუნებულები ვართ, დაკავებულები ჰყავთ ადამიანები. მოვითხოვთ, გაიწვიონ ეს კანონი და გაათავისუფლონ დაკავებულები“,- განაცხადა თამარ კორძაიამ.

დეპუტატ ხათუნა სამნიძის თქმით, "თითოეულმა დეპუტატმა, ვინც დღეს მწვანე ღილაკს მიაჭირა, ძალიან კარგად იცოდა, რომ ამ კანონის მიღება გამოიწვევდა აგრესიას, დაპირისპირებას და საზაგდოების გახლეჩას":

"კარგად იცოდნენ და წინასწარ დაგეგმეს. როგორც კი 76 ხმა მიიღო კანონპროექტმა და პირველ მოსმენას მიაღწია „ქართულმა ოცნებამ“ ძალადობრივი მეთოდებით, დაიწყო მომიტინგეების დარბევა. ვითხოვთ, გაიწვიონ ეს კანონპროექტი. ეს დეესკალაციას კი არ მოახდენს, რაც კობახიძემ უტიფრად თქვა, პირიქით, ეს გააღრმავებს დაპირისპირებას. გაიწვიონ კანონპროექტი და გაათავისუფლონ თითოეული მოქალაქე რომელიც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იბრძვის“.

კიდევ ერთი დეპუტატის თეონა აქუბარდიას განცხადებით, დღეს 9 აპრილის ვითარება მეორდება, როდესაც „თავისუფლების მოყვარე ქართველი ხალხი სუვერენიტეტისთვის იბრძოდა“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S