Accentnews.ge
ნიკა მელია - მომდევნო დღეებში რუსთაველის გამზირი სავსე იქნება და ეს გაგრძელდება, ვიდრე რუსულ ხელისუფლებას ძალაუფლებას მშვიდობიანად არ გამოვტაცებთ

ნიკა მელია - მომდევნო დღეებში რუსთაველის გამზირი სავსე იქნება და ეს გაგრძელდება, ვიდრე რუსულ ხელისუფლებას ძალაუფლებას მშვიდობიანად არ გამოვტაცებთ

07/03/2023 22:18:47 პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიას განცხადებით, მიმდინარე პროცესი ისტორიულია.

მისი თქმით, პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ქართველი ხალხი „რუსულ ხელისუფლებას“ ძალაუფლებას არ გამოსტაცებს.

„ეს პროცესი საზოგადების გამარჯვებით დასრულდება. მომდევნო დღეების განმავლობაში, ეს გამზირი სავსე იქნება. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ რუსულ ხელისუფლებას ძალაუფლებას მშვიდობიანად არ გამოვტაცებთ. ეს ისტორიული პროცესია და მასში მონაწილეობა პატივია. ვერცერთი პოლიციელი, სპეცრაზმელი თუ პროკურორი ქართველი ხალხის ნებას ვერ დააკონსერვებს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S