Accentnews.ge
"გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს აქციის მონაწილეებმა გაურკვეველი აალებადი ნივთიერება გამოიყენეს, მსგავსი ქმედება სუს-ის მიერ დადგმული პროვოკაციაა"

"გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს აქციის მონაწილეებმა გაურკვეველი აალებადი ნივთიერება გამოიყენეს, მსგავსი ქმედება სუს-ის მიერ დადგმული პროვოკაციაა"

07/03/2023 22:49:40 პოლიტიკა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადებით, ინფორმაცია, რომ აქციის მონაწილეებმა გაურკვეველი აალებადი ნივთიერება გამოიყენეს, სუს-ის მიერ დადგმული პროვოკაციაა.

პარტიის განცხადების თანახმად, აღნიშნული ინფორმაცია მშვიდობიანი აქციის სასტიკი დარბევის გამართლებას ისახავს მიზნად.

"გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს აქციის მონაწილეებმა გაურკვეველი აალებადი ნივთიერება გამოიყენეს. მსგავსი ქმედება სუს-ის მიერ დადგმულ პროვოკაციაა, რომელიც მიზნად ისახავდა მშვიდობიანი აქციის სასტიკი დარბევის გამართლებას. დღეს მთელმა მსოფლიომ ნახა, რომ აქცია იყო მშვიდობიანი და ემსახურებოდა ქართველი ხალხის აზრის გამოხატვას, რომელსაც არ სურს საბჭოთა კავშირში დაბრუნება და რუსული კანონებით ცხოვრება. ხელისუფლებამ გამოიყენა ყოვლად გაუმართლებელი, სასტიკი და არაპროპორციული ძალა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ", - ნათქვამია „სტრატეგია აღმაშენებლის” განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S