Accentnews.ge
"მწვანე კაცუნები", სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირირება - რა საფრთხეების განეიტრალების აუცილებლობაზე  საუბრობს  უსაფრთხოების ექსპერტი

"მწვანე კაცუნები", სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირირება - რა საფრთხეების განეიტრალების აუცილებლობაზე საუბრობს უსაფრთხოების ექსპერტი

08/03/2023 00:41:47 პოლიტიკა

უსაფრთხოების ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე 7-8 მარტს თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება, აცხადებს, რომ ძალზე ოპტიმისტურადაა განწყობილი, ბრძოლის ბოლომდე მიყვანის აუცილებლობას აღნიშნავს და ქართულ საზოგადოებას ხელისუფლებისა და რუსეთის მხრიდან შესაძლო დივერსიების საფრთხეზეც უმახვილებს ყურადღებას.

"მიუხედავად ესოდენ მძიმე ღამისა, ასე ოპტიმისტურად კარგახანია, არ ვყოფილვარ განწყობილი და აი, რატომ: 1) გვერდში გვიდგას მთელი დასავლეთი, ბოლო წლების განმავლობაში პირველად ვიგრძენით მათი ნება, ყოველმხრივ დაიცვან საქართველოს დამოუკიდებლობა და ქართველი ხალხის ურყევი ნება, რადგან იგრძნეს, რომ ქართველი ხალხი არის ცოცხალი და ქართული საზოგადოება ევროპულის ღირსეული წევრია! და 2) ხელისულებამ დაიწყო ჩამოშლა, მისი აპოლოგეტებიც კი, რომლებიც კულტურის მინისტრ წულუკიანის ქუსლქვეშ იყვნენ გასრესილები, ახლა კატეგორიულად ემიჯნებიან მმართელი ძალის პოლიტიკას, სახელისუფლო კანონს და რუსეთს. ამ სიმპტომს ვერ გაექცევა ხელისუფლება, რომელიც რუსთაველზე გასულ ხალხზე მეტადაა შეშინებული, - ამას მოწმობს მობილიზებული ძალოვანების უპრეცედენტო რაოდენობაც. აქციის მონაწილეთა ეს გააფრთრებული დაკავებებიც გარკვეულწილად საფუძველია, დარწმუნებით ვიცოდე, რომ ხვალ რუსთაველზე გაცილებით მეტი ხალხი იქნება, რადგან ჩვენ უკან დასახევი უბრალოდ არ დაგვიტოვეს: ჩვენ ვართ კედელთან დასახვრეტად მიყენებული ერი, სახელმწიფო და მოქალაქეები, რომლებსაც გვაქვს უკანასკნელი გაბრძოლების შანსი და თუ ეს პროტესტი არ გამოვიყენეთ საქართველოსა და თითოეული ჩვენგანის გადასარჩენად, მართლაც სახლებში დაგვივლიან - პირდაპირი მნიშვნელობით!" - აცხადებს ლაგაზიძე.

ამასთან, უსაფრთხოების ექსპერტის თქმით, პროტესტის მონაწილეებს ჰმართებთ დიდი სიფრთხილე, გონივრულად მოქმედება და რიგი საფრთხეების პრევენცია, მათ შორის - იმის გათვალისწინება, რომ:

  • "რუსეთიდან სწორედ ამგვარ გადამწყვეტ მომენტებში გამოყენების მიზნით შესაძლოა, შემოგზავნილი იყოს "ვაგნერელების" მსგავსი დივერსიული დანაყოფები (გავიხსენოთ უკრაინაში აღმოჩენილი "მწვანე კაცუნები");
  • გამორიცხული არაა, ხელისულებამ მის მიერ მართული ძალების მეშვეობით სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირირება მოახდინოს.

"ეს ორია იმ საფრთხეებს შორის, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ და განეიტრალება შევძლოთ, ამის განეიტრალების გზა კი გადის ისევ და ისევ, ჩვენს ერთიანობაზე, სიძლიერეზე, იმაზე, რომ ხალხმა ირწმუნოს: მის ნებასთან დაპირისპირებას აზრი არ აქვს! ხვალინდელი დღე ამ თვალსაზრისით იქნება გადამწყვეტი" - დასძენს ლაგაზიძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S