როიტენი: "რუსული სტილის კანონის მიღება არის ხმა საქართველოს ევროკავშირში პერსპექტივის წინააღმდეგ"
08/03/2023 06:04:15 პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ტეის როიტენი ეხმიანება "აგენტების" შესახებ კანონპროექტსა და 7 მარტს განვითარებულ მოვლენებს.
"ევროკავშირის დროშის მამაცურად ფრიალი. საქართველოს ხელისუფლებამ ეს მინიშნებად უნდა მიიღოს.
დღეს რუსული სტილის უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღება არის ხმა საქართველოს ევროკავშირში პერსპექტივის წინააღმდეგ, დემოკრატიის წინააღმდეგ და ქვეყნის საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ. საქართველო ევროპაა",- წერს ევროპარლამენტარი ტეის როიტენი "ტვიტერზე".
7 მარტს "ქართულმა ოცნებამ" პირველი მოსმენით მიიღო "აგენტების" შესახებ კანონპროექტი. პარლამენტთან მასშტაბური აქცია გაიმართა. შსს-მ აქტივისტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, "წიწაკის სპრეი" და წყლის ჭავლი გამოიყენა.
15:00 საათზე პარლამენტთან აქციაა დაგეგმილი.


