Accentnews.ge
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი: "კანონის მიღებას შეიძლება, ჩვენი ურთიერთობებისთვის სავალალო შედეგები მოჰყვეს"

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი: "კანონის მიღებას შეიძლება, ჩვენი ურთიერთობებისთვის სავალალო შედეგები მოჰყვეს"

08/03/2023 06:36:53 პოლიტიკა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი განცხადებით ეხმიანება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას და აღნიშნავს, რომ ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, შეასრულოს თავისი ვალდებულება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობასთან მიმართებაში.

ამასთან, როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, კანონის მიღებას შესაძლოა, სავალალო შედეგები მოჰყვეს საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობების კუთხით.

"სამშაბათს საქართველოს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი პირველი მოსმენით მიიღო. ეს საქართველოსთვის და მისი ხალხისთვის ძალიან ცუდი მოვლენაა.ეს კანონი მისი არსებული ფორმით სამოქალაქო საზოგადოების და მედია ორგანიზაციებზე უარყოფითი ზემოქმედების საფრთხეს შეიცავს და საქართველოს ბევრ მოქალაქეს, ვისთვისაც ამ ორგანიზაციების მუშაობას სარგებელი მოჰქონდა, საზიანო შედეგებს მოუტანს. ეს კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან შეუთავსებელია. ის ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მიზანს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს. მის საბოლოო მიღებას შეიძლება ჩვენი ურთიერთობებისთვის სავალალო შედეგები მოჰყვეს. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, შეასრულოს თავისი ვალდებულება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობასთან მიმართებაში და შეგახსენებთ, რომ ხალხს მშვიდობიანი პროტესტის უფლება გააჩნია",– ვკითხულობთ განცხადებაში.

7 მარტს "ქართულმა ოცნებამ" პირველი მოსმენით მიიღო "აგენტების" შესახებ კანონპროექტი. პარლამენტთან მასშტაბური აქცია გაიმართა. შსს-მ აქტივისტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, "წიწაკის სპრეი" და წყლის ჭავლი გამოიყენა.

15:00 საათზე პარლამენტთან აქციაა დაგეგმილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S