ვერჰოფშტადტი: "2014 წელს უკრაინის შემდეგ, დღეს საქართველოც ირჩევს საერთო ევროპულ და დემოკრატიულ მომავალს"
08/03/2023 07:09:50 პოლიტიკა
2014 წელს უკრაინის შემდეგ, დღეს საქართველოც ირჩევს საერთო ევროპულ და დემოკრატიულ მომავალს, - ამის შესახებ ბელგიელი ევროპარლამენტარი გი ვერჰოფშტადტი “ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.
მან ვიდეო გააზიარა, რომელზეც ასახულია დემონსტრატი ქალი ევროკავშირის დროშით, რომელიც იგერიებს მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებულ წყლის ჭავლს.
7 მარტს "ქართულმა ოცნებამ" პირველი მოსმენით მიიღო "აგენტების" შესახებ კანონპროექტი. პარლამენტთან მასშტაბური აქცია გაიმართა. შსს-მ აქტივისტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, "წიწაკის სპრეი" და წყლის ჭავლი გამოიყენა.
15:00 საათზე პარლამენტთან აქციაა დაგეგმილი.


