Accentnews.ge
საქართველოს პარლამენტთან რკინის ჯებირები დააბრუნეს

საქართველოს პარლამენტთან რკინის ჯებირები დააბრუნეს

08/03/2023 11:02:02 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტთან 7 მარტის საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიერ მორღვეული რკინის ჯებირები დააბრუნეს.

საუბარია რკინის ზღუდებზე, რომელიც საკანონმდებლო ორგანოსთან პირველად "გავრილოვის ღამის" სახელით ცნობილი მოვლენების შემდეგ გაჩნდა, 7 მარტს კი "უცხოური ზეგავლენის აგენტების შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა ჩამოაგდეს.

ცნობისთვის: საღამოს, 19:00 სთ-ზე საკანონმდებლო ორგანოსთან მორიგი აქციაა დაგეგმილი.

"გუშინ, საქართველოს პარლამენტში, მოღალატე "უმრავლესობამ", პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა რუსულ კანონს. კანონს, რომელიც გვაკარგვინებს ევრო-ატლანტიკურ მომავალს. მოღალატე ხელისუფლებამ გაბრაზებულ მოქალაქეებს არაპროპორციული ძალა დაუპირისპირა. მშვიდობიანი აქციის დარბევა დილამდე გაგრძელდა. ვაგრძელებთ პროტესტს! 7 საათზე, პარლამენტის წინ, მოდი და დაიცავი საქართველოს კონსტიტუცია და ქართველი ხალხის ღირსება!"- ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან 15:00 საათიდან დაიწყებენ შეკრებას.

"ქართულმა ოცნებამ" მოტყუებით - 9 მარტისთვისთვის დაანონსებულის ნაცვლად, 7 მარტს, ძალოვანების მობილიზების პირობებში, სპონტანურად თავშეყრილი საპროტესტო აქციის ფონზე განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. "აგენტების" შესახებ კანონპროექტი. ამას მალევე აქციის მონაწილეთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა და მათი დარბევა მოჰყვა, რომელიც ფაქტობრივად, დილამდე გრძელდებოდა. წინასწარი ინფორმაციით, აქტივისტების წინააღმდეგ გამოყენებულია ცრემლსადენი გაზი, "წიწაკის სპრეი" და წყლის ჭავლი, რომელშიც, როგორც რიგი თვითმხილველები აცხადებენ, ცრემლსადენი ნივთიერება ასევე ერია.

დაშავდა ათობით ადამიანი. შსს–ს ცნობით, დაკავებულია 66 პირი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S