Accentnews.ge
ევროსაბჭოს გენერალური მდივანი საქათველოში ძალადობის დასრულების მოწოდებით გამოდის

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი საქათველოში ძალადობის დასრულების მოწოდებით გამოდის

08/03/2023 11:21:01 პოლიტიკა

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ პოლიტიკურმა დიალოგმა უნდა გაიმარჯვოს.

„შეშფოთებით და ყურადღებით ვადევნებ თვალს საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს. მოვუწოდებ ძალადობის დასრულებისა და ევროპის საბჭოს სტანდარტების – დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვისკენ. პოლიტიკურმა დიალოგმა უნდა გაიმარჯვოს“, – წერს პეიჩინოვიჩ ბურიჩი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: 7 მარტს საქართველოს პარლამენტმა 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ. ის უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი უცხოეთიდანაა მიღებული.

კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება პარლამენტთან გააპროტესტა ათასობით ადამიანმა. მათ დასაშლელად შსს-მ რამდენჯერმე გამოიყენა სპეციალური საშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი. დაშავდა ათობით ადამიანი. დემონსტრანტების ნაწილი პარლამენტთან მობილიზებულ სამართალდამცავებს და პარლამენტის შენობას ესროდა ქვებს და აალებადი სითხის შემცველ ბოთლებს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე დაკავებულია აქციის 66 მონაწილე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S