კლიჩკო – კალაძეს: "ხალხთან ერთად ყოფნა არის ჩემი რჩევა"
08/03/2023 12:30:25 პოლიტიკა
კიევის მერი ვიტალი კლიჩკო თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და თბილისის მერ კახა კალაძეს მიმართავს, "მოუსმინოს ქართველ ხალხს".
"ფორმულას" ჟურნალისტის კითხვაზე, რას ეტყოდა კალაძეს, კლიჩკომ შემდეგი განაცხადა:
"ძალიან მნიშველობვანია იყო ხალხთან და მოუსმინო მათ. ხალხთან ერთად ყოფნა არის ჩემი რჩევა. იმედი გვაქვს, რომ მშვიდობიანი გამოსავალი იქნება მოძებნილი, რაც იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მთავრობა მოსმენს ხალხს", – განაცხდა კლიჩკომ ["ფორმულას" თარგმანი].
ამასთან, მან კალაძე უკრაინაში მიიწვია:
"ჩამობრძანდით კიევში და ნეხეთ, რა გააკეთეს რუსებმა, მაგრამ ალბათ, ძალიან დაკავებულია, რომ აქ ჩამოვიდეს".
ცნობისთვის: 7 მარტს საქართველოს პარლამენტმა 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ. ის "უცხოეთის გავლენის აგენტად" დარეგისტრირებას ავალდებულებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი უცხოეთიდანაა მიღებული.
კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება პარლამენტთან გააპროტესტა ათასობით ადამიანმა. მათ დასაშლელად შსს-მ რამდენჯერმე გამოიყენა სპეციალური საშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი. დაშავდა ათობით ადამიანი. დემონსტრანტების ნაწილი პარლამენტთან მობილიზებულ სამართალდამცავებს და პარლამენტის შენობას ესროდა ქვებს და აალებადი სითხის შემცველ ბოთლებს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე დაკავებულია აქციის 66 მონაწილე.
დღეს რუსთაველის გამზირზე პროტესტი განახლდა.


