Accentnews.ge
საფრანგეთში საქართველოს ელჩმა ევროპის მნიშვნელობაზე "პოსტი" წაშალა

საფრანგეთში საქართველოს ელჩმა ევროპის მნიშვნელობაზე "პოსტი" წაშალა

08/03/2023 12:49:30 პოლიტიკა

საფრანგეთში საქართველოს ელჩმა გოჩა ჯავახიშვილმა "ფეისბუქში" პირად გვრდზე 7 მარტს "აგენტების შესახებ" გარშემო აგორებული პროტესტის ფონზე გამოქვეყნებული ევროპის მხარდამჭერი "პოსტი" წაშალა.

გოჩა ჯავახიშვილი წერდა:

"ევროპა არ არის მხოლოდ საზღვრებით გარშემორტყმული გეოგრაფიული სივრცე. ევროპა, უპირველესად, ღირებულებათა ერთობლიობაა. ევროპელობა ამ ღირებულებათა ერთგულებაა. საქართველო, რომელსაც მე ვემსახურები, არ გახლავთ არც მხოლოდ მთავრობა და არც მხოლოდ ოპოზიცია, არც ერთი და არც მეორე არ აერთიანებს საკუთარ თავში ქვეყნის წარსულს, აწმყოსა და მომავალს.

მხოლოდ ხალხი, მისი ისტორია, კულტურა განსაზღვრავს ქვეყნის ისეთ ფუნდამენტალურ მისიას, როგორიცაა მისი სულიერი და კულტურული იდენტობა. ჩვენი წინაპართა ნება და ანდერძია ჩვენი სამშობლოს ევროპული მომავალი.

წარსულისა და მომავლის გააზრებით საქართველო ერთგული იქნება ევროპული გეზის. მე ამ გეზს ვემსახურები ჩემი მოკრძალებული საქმით. ეს არის ჩემი მრწამსიცა და მოქალაქის პოზიციაც. ეს მისია მაქვს განსაზღვრული და ვემსახურები საქართველოს ევროპულ საქმეს. სხვა არც გეზი მესმის და არც საქმე".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S