Accentnews.ge
"25 დაკავებულიდან, ვინც თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს იზოლატორშია მოთავსებული, ყველაზე სერიოზული დაზიანება ვიზუალურად ზურაბ ჯაფარიძეს აღენიშნება"

"25 დაკავებულიდან, ვინც თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს იზოლატორშია მოთავსებული, ყველაზე სერიოზული დაზიანება ვიზუალურად ზურაბ ჯაფარიძეს აღენიშნება"

08/03/2023 13:36:33 პოლიტიკა

საქართველოს სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე გუშინდელი აქციისას დაკავებულთაგან, რომლებიც პოლიციის მთავარი სამმართველოს იზოლატორში არიან მოთავსებულები, ვიზუალურად ყველაზე სერიოზული დაზიანება „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეს აქვს.

ამის შესახებ მან მთავარი სამმართველოს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მოვინახულე ყველა დაკავებული, ვინც ამ იზოლატორში იმყოფება, აქ 25 დაკავებულია მოთავსებული, მათ შორის - ზურაბ ჯაფარიძე. მას აღენიშნება გარეგნული დაზიანება. რა დაზიანებებიც მე ვნახე, მათგან ყველაზე სერიოზული დაზიანება ვიზუალურად ზურაბ ჯაფარიძეს აღენიშნება. სხვებს არ აქვთ ასეთი ვიზუალური დაზიანებები. შესაბამისი დასკვნა, ალბათ, ექიმებმა უნდა დაწერონ. ზურაბ ჯაფარიძეს პირადად ვესაუბრე, მომიყვა დაკავების დეტალები, მან ასევე მისცა ჩვენება. ვინ სცემა ჩემთვის არ უთქვამს. დაკავების დროს, იმ ადამიანებისგან მოხვდა ხელკეტი, ვინც დააკავა და ამის გამო აქვს ეს დაზიანება თავზე. როგორც ჯაფარიძე ამბობს, პროცესში ხელკეტი მოხვდა იმ სპეცდანიშნულების ერთ-ერთი თანამშრომლისგან, ვინც ის დააკავა. დაიწყო გამოძიება. ამის შესახებაც არის ზურა საქმის კურსში“, - განაცხადა იოსელიანმა.

მისი თქმით, დაკავებულები არიან ადამიანები, რომელთაც აქციასთან კავშირი საერთოდ არ ჰქონდათ:

"რამდენიმე მათგანი აცხადებს, რომ აბსოლუტურად გაურკვეველ პირობებში იყვნენ დაკავებული, მოულოდნელად, რადგან საერთოდ კავშირი არ ჰქონდათ იმ აქციასთან, ერთმა საერთოდ გამვლელი ვიყავიო, თქვა - მტაცეს ხელი და მანქანაში ჩამსვესო. ყველა დაკავებულს პირადად გავესაუბრე, ყველა დაკავებულმა პირადად აღმიწერა რა გარემოებებში მოხდა მათი დაკავება. იქ არიან ადამიანები, რომელთაც საერთოდ აქციასთან კავშირი არ ჰქონდათ“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S