Accentnews.ge
ქართველ ხალხს სოლიდარობას ვუცხადებთ - უკრაინის საგარეო უწყება

ქართველ ხალხს სოლიდარობას ვუცხადებთ - უკრაინის საგარეო უწყება

08/03/2023 14:19:01 პოლიტიკა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ხელისუფლებამ მოქალაქეების ძირითადი უფლებები და თავისუფლებები ზედმმიწევნით უნდა უზრუნველყოს.

"უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებით აკვირდება თბილისში არსებულ ვითარებას. როგორც სახელმწიფომ, რომელიც ისწრაფვის, გახდეს ევროკავშირის წევრი, საქართველომ თანმიმდევრულად უნდა უზრუნველყოს თავისი მოქალაქეების ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, მათ შორის მშვიდობიანი პროტესტის უფლება. [...]ჩვენ ვიზიარებთ ევროკავშირის პოზიციას, რომ კანონპროექტი არსებული ვერსიით არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებსა და სტანდარტებს. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს მათ სურვილში, გააგრძელონ საქართველოს ევროპული მომავლის მშენებლობა", - ნათქვამია განცახდებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S