Accentnews.ge
კალასი: "საქართველოში განვითარებული მოვლენები გვახსენებს, რომ დემოკრატია შესაძლოა, არჩეული ლიდერების ხელითაც ჩამოიშალოს"

კალასი: "საქართველოში განვითარებული მოვლენები გვახსენებს, რომ დემოკრატია შესაძლოა, არჩეული ლიდერების ხელითაც ჩამოიშალოს"

08/03/2023 14:57:54 პოლიტიკა

საქართველოში განვითარებული მოვლენები გვახსენებს, რომ დემოკრატია შესაძლოა, თანდათანობით, არჩეული ლიდერების ხელითაც ჩამოიშალოს, - წერს ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი “ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

მან შეშფოთება გამოთქვა მომიტინგეების დაშლიც გამო:

„შეშფოთებული ვარ საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის კადრებით“.

ესტონეთის პრემიერმა სოციალურ ქსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დღევანდელი განცხადება გააზიარა, რომელშიც შარლ მიშელი ძლიერ შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში განვითარებული პროცესების გამო და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მშვიდობიანი პროტესტის უფლება ნებისმიერი დემოკრატიის ბირთვია და რომ "აგენტების" შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის გზასთან შესაბამისობაში არ მოდის.

7 მარტს პარლამენტმა საზოგადოების პროტესტის ფონზე პირველი მოსმენით მიიღო „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტი, რასაც მასშტაბური პროტესტი მოჰყვა – ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში გასაპროტესტებლად, ფიქრობენ რა, რომ ეს კანონი, რომელსაც მკაცრად აკრიტიკებენ ქვეყნის პარტნიორები, აახლოებს რუსეთს და აშორებს ევროპას. მათ დასაშლელად შსს-მ რამდენჯერმე გამოიყენა სპეციალური საშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და წიწაკის აეროზოლი. დაშავდა ათობით ადამიანი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S