08-03-2023 19:40:00 საზოგადოება
იურიდიული კომპანია BLB, რომლის უფროსი პარტნიორიც თბილისის ყოფილი მთავარი პროკურორი მაია მწარიაშვილია, საქართველოს მოქალაქეების სწორი ინფორმირების მიზნით, რამდენიმე სამართლებრივ განმარტებას აკეთებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტების დებულებებთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ „უცხოური აგენტის“ კონცეფცია ამერიკული და რუსული კანონმდებლობით დიამეტრალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან. კერძოდ, BLB განმარტავს:
რუსულ-ამერიკული მიდგომების ძირითადი განსხვავებები:
ა) კანონის მიზნები
ბ) ვინ ექცევა რეგულირებულ სფეროში
„უცხოური გავლენის აგენტის“ კონცეფციის გააზრებისათვის 3 ელემენტია მნიშვნელოვანი: (ა) ვის ეხება, ვისზე ვრცელდება (გამონაკლისების ჩათვლით); (ბ) რა საქმიანობაზე ვრცელდება; (გ) როგორია ურთიერთობა „პრინციპალსა“ და „აგენტს“ შორის, ანუ როგორი უნდა იყოს სააგენტო-წარმომადგენლობითი ურთიერთობა ამ სუბორდინაციული ურთიერთობის მონაწილეთა (საშინაო და საგარეო მხარეებს) შორის.
რუსული მიდგომა (რაც ასახულია ე. წ. ქართულ ვერსიაში):
"შესაბამისად, ზემოთ მითითებული 3 ელემენტიდან ე. წ. ქართული ვერსია ეყრდნობა მხოლოდ პირველ კრიტერიუმს, ანუ ჩამოთვლის, თუ ვის ეხება აგენტად რეგისტრაციის მოთხოვნა, იმისდა მიუხედავად, თუ რა საქმიანობას ეწევა ან როგორია სუბორდინაცია, დავალება, ანგარიშვალდებულება, კონტროლი „პრინციპალსა“ და მის აგენტს/წარმომადგენელს შორის. წარმოდგენილი ე. წ. ქართული ვერსიის თანახმად „უცხოურ აგენტად“ კვალიფიკაციისთვის საკმარისია მხოლოდ ფორმალური კრიტერიუმი, უცხოური დაფინანსება ან შემოწირულობა, მატერიალური სახით, სხვა რაიმე კრიტერიუმის დაკმაყოფილება არ მოითხოვება",– ნათქვამია განმარტებაში.
FARA-ს მიდგომა:
FARA უცხოური გავლენის აგენტად ნებისმიერი იურიდიული ან ფიზიკური პირის რეგისტრაციას ითხოვს, იმ შემთხვევაში, თუ იგი მოქმედებს, როგორც უცხოური პრინციპალის აგენტი, წარმომადგენელი, დაქირავებული პერსონალი, პრინციპალის მიერ სხვაგვარი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი, რომელიც ასეთი პრინციპალის დაფინანსებით ან დაფინანსების გარეშე ახორციელებს შემდეგ საქმიანობას:
FARA-ს მიზანია, გახსნას, გაასაჯაროოს უცხოური პოლიტიკური გავლენა ამერიკის შეერთებულ შტატებში ხელისუფლების ორგანოებზე. FARA არ მიუთითებს არაკომერციულ იურიდიულ პირებსა თუ მედია ორგანიზაციებზე, ისე, როგორც ამას აკეთებს ე. წ. ქართული ვერსია.
FARA -ს მიხედვით, უცხოურ აგენტად რეგისტრაციისათვის პირი უნდა ეწეოდეს პოლიტიკურ საქმიანობას ამერიკის შეერთებულ შტატებში პრინციპალისათვის ან პრინციპალის ინტერესებში. ცხადაია ამერიკულ კანონსა და პრეცედენტულ სამართალში არსებობს „პოლიტიკური საქმიანობის“ განმარტებები ამ კანონის თვალსაზრისით, რის განხილვასაც აქ არ შევუდგებით. მნიშვნელოვანია, ის, რომ ამერიკული კანონი განსაზღვრავს გარკვეულ საქმიანობებს, რაც წინაპირობაა რეესტრში რეგისტრაციისათვის, ხოლო ე.წ. ქართული ვერსია, არაკომერციული იურიდიული პირის საქმიანობის რაიმე სახეს, როგორც რეგისტრაციის წინაპირობას, არ ითვალისწინებს.
ე. წ. ქართული (რუსული) და ამერიკული კანონი მოითხოვს კონტროლის სხვადასხვა ხარისხს უცხოური პრინციპალის მხრიდან, იმისათვის, რომ პირი დაექვემდებაროს „უცხოურ აგენტად“ რეგისტრაციის ვალდებულებას.
ე. წ. ქართული კანონის მიხედვით, ასეთი კონტროლის არსებობა უცხოური პრინციპალის მხრიდან, როგორიცაა უცხო სახელმწიფო და/ან პოლიტიკური პარტია, საერთოდ არ მოითხოვება. საკმარისია, მხოლოდ უცხოური დაფინანსების არსებობა. მაშინ, როდესაც ამერიკული კანონის (FARA) „უცხოური აგენტის“ კონცეფცია დგას სწორედ „პრინციპალის“ მხრიდან დავალების/კონტროლის არსებობაზე. ესაა სწორედ მთავარი და არსებითი სხვაობა უცხოური აგენტების კანონთა კონცეფციებში. სწორედ აქედან მომდინარეობს სახელწოდებაც ამერიკულ კანონში, რომლის პირდაპირი ტრანსპლანტი ქართულ კანონპროექტში აშკარად ემსახურება გარკვეული ფოკუს ჯგუფების განზრახ სტიგმატიზებას.
FARA, განსხვავებით ე.წ . ქართული ანალოგისგან არ მოითხოვს დაფინანსების წყაროს მიხედვით პირის აგენტად რეგისტრაციას, არამედ FARA აწესებს უცხოური nexus/კავშირის/ურთიერთდამოკიდებულების მაღალ სტანდარტს და მოითხოვს, რომ უცხოურ აგენტთა რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული მხარე უნდა მოქმედებდეს მხოლოდ პრინციპალის მოთხოვნით, კონტროლით, მითითებით, დაქირავებით, ხელშეკრულებით და ა.შ.
„უცხოური აგენტის“ ამერიკული კონცეფციისაგან განსხვავებით ე. წ. ქართული კონცეფცია (რომელიც არის რუსულის ანალოგი/ტრანსპლანტი ქართულ სამართალში) ეყრდნობა მხოლოდ უცხოური წყაროს დაფინანსების კრიტერიუმს. ამ კონცეფციას არ აინტერესებს რეგისტრაციას დაქვემდებარებული არაკომერციული იურიდიული პირის არც საქმიანობის ტიპი, არც პოლიტიკაში მისი მონაწილეობის ფორმა, არც მის მიერ უცხო პრინციპალის წარმომადგენლობა და არც ამ წარმომადგენლობის ხარისხი. უცხოური გავლენის აგენტად შერაცხვისათვის საკმარისია მხოლოდ უცხოური დაფინანსება ან შემოწირულობა.
რუსული ანალოგის მსგავსად ე. წ. ქართული კანონპროექტი შეიცავს „უცხოელ აგენტად“ იძულებითი რეგისტრაციის წესს. მსგავს წესს არ იცნობს FARA.
FARA მოითხოვს მხოლოდ იმ ტრანზაქციის გამჟღავნებას, სადაც პირი წარმოადგენს უცხო პრინციპალს. პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული ე. წ. ქართული ვარიანტი კი ითვალისწინებს აგენტად რეგისტრირებული პირის სრულ გამოკვლევას, მისი მთელი საქმიანობის, ყოველგვარი შემოსავლების აუდიტირებას, რასაც საგადასახადო ორგანოების გარდა განახორციელებს იუსტიციის სამინისტრო.
რუსული ანალოგის მსგავსად ე. წ. ქართული კანონპროექტი ასევე შეიცავს „უცხოური აგენტის“ უფრო მეტ სავალდებულო აუდიტსა და შემოწმებას, რასაც არ ითვალისწინებს FARA. ე.წ. ქართული კანონი არ იძლევა წარმოდგენას, თუ რა იგულისხმება „უცხოური აგენტის“ ფინანსური დეკლარაციის გამოკვლევაში, რაც უნდა აწარმოოს იუსტიციის სამინისტრომ. ასეთივე ბუნდოვანია მონიტორინგის დებულებები. არ არსებობს მონიტორინგის საკანონმდებლო დანაწესი.
ბუნდოვანია პასუხისმგებლობის საფუძვლები ე. წ. ქართული კანონპროექტის მიხედვით. FARA აწესებს პასუხისმგებლობას კანონის მხოლოდ განზრახი დარღვევებისათვის. წარმოდგენილი ე. წ. ქართული კანონპროექტი პასუხისმგებლობას არ უკავშირებს განზრახ ბრალს, არამედ აწესებს პასუხისმგებლობას ყოველგვარი დარღვევისათვის