Accentnews.ge
ხალხმრავალი აქცია ბათუმში: "არა რუსეთს! ევროპული საქართველო ჩვენი თვითმიზანია!"

ხალხმრავალი აქცია ბათუმში: "არა რუსეთს! ევროპული საქართველო ჩვენი თვითმიზანია!"

08/03/2023 15:44:58 პოლიტიკა

ბათუმში, ევროპის მოედანზე საქართველოს ევროპული მომავლისთვის ხალხმრავალი აქცია მიმდინარეობს.

"რუსულ კანონს - არა! რუსეთისკენ შებრუნებას - არა! საქართველოს ევროპულ მომავალს - კი! ჩვენ გვინდა თავისუფალი, დემოკრატიული, ევროპული საქართველო და დიახ, ეს ჩვენი თვითმიზანია" - აცხადებენ აქციაზე გამომსვლელები.

როგორც ადგილიდან ჟურნალისტები იუწყებიან, აქცია ახალდაწყებულია და ევროპის მოედანი თითქმის სრულადაა ხალხით სავსე.

აქციები დღის განმავლობაში საქართველოს ათ ქალაქში იმართებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S