ანა დოლიძე დიპლომატებს გაფიცვისკენ მოუწოდებს: "ვისი ელჩები ხართ? - ქართველი ხალხის არ ხართ?!"
08/03/2023 16:02:12 პოლიტიკა
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ანა დოლიძე საქართველოს ელჩებს, რომელთაც სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული საგარეო პოლიტიკური კურსი უნდა განახორციელონ, გაფიცვისკენ მოუწოდებს:
"ვისი ელჩები ხართ? - ქართველი ხალხის არ ხართ?!",– იკითხა დოლიძემ.
ამასთან მან ქალებს მიმართა:
"გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს! დარწმუნებული ვარ, ყველ ქალმა ზუსტად იცის, რომ ევროპა ჯობია რუსეთს - ტაგანროგს, კრასნდარსა და სახალინს!".
რუსთაველის გამზირზე ამჟამად მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
7 მარტს პარლამენტმა საზოგადოების პროტესტის ფონზე პირველი მოსმენით მიიღო „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტი, რასაც მასშტაბური პროტესტი მოჰყვა – ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში გასაპროტესტებლად, ფიქრობენ რა, რომ ეს კანონი, რომელსაც მკაცრად აკრიტიკებენ ქვეყნის პარტნიორები, აახლოებს რუსეთს და აშორებს ევროპას. მათ დასაშლელად შსს-მ რამდენჯერმე გამოიყენა სპეციალური საშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და წიწაკის აეროზოლი. დაშავდა ათობით ადამიანი.
საქართველოს ევროპულ კურსს მხარდაჭერა ღიად საფრანგეთში საქართველოს ელჩმა გამოუცხადა, თუმცა შემდეგ წაშალა „ფეისბუქში“ საკუთარი სტატუსი.


