აშშ–ის საელჩო ხელისუფლებას საკუთარ ვალდებულებას კიდევ ერთხელ ახსენებს
08/03/2023 16:10:42 პოლიტიკა
საქართველოში აშშ–ის საელჩო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მასშტაბურ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლებების დაცვის შეუცვლელი ფუნქცია აკისრია.
ამასთან, როგორც საელჩო მიუთითებს, სტაბილურობა და კეთილდღეობა, რომელიც ევროპაში ინტეგრაციას მოსდევს, დამოკიდებულია ყველა მოქალაქის ერთობლივ მუშაობაზე ამ საერთო მიზნის მისაღწევად.
"შვიდობიანი შეკრებისა და პროტესტის უფლებას ნებისმიერი დემოკრატიისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და საქართველოს ისტორიის განმავლობაში უმთავრესი როლი უთამაშია ქართველების იდენტობისა და თავისუფლების დაცვაში.
ხელისუფლებას ამ უფლებების დაცვის შეუცვლელი ფუნქცია აკისრია. სტაბილურობა და კეთილდღეობა, რომელიც ევროპაში ინტეგრაციას მოსდევს, დამოკიდებულია ყველა მოქალაქის ერთობლივ მუშაობაზე ამ საერთო მიზნის მისაღწევად",– ვკითხულობ განცხადებაში.
7 მარტს პარლამენტმა საზოგადოების პროტესტის ფონზე პირველი მოსმენით მიიღო „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტი, რასაც მასშტაბური პროტესტი მოჰყვა – ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში გასაპროტესტებლად, ფიქრობენ რა, რომ ეს კანონი, რომელსაც მკაცრად აკრიტიკებენ ქვეყნის პარტნიორები, აახლოებს რუსეთს და აშორებს ევროპას. მათ დასაშლელად შსს-მ რამდენჯერმე გამოიყენა სპეციალური საშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და წიწაკის აეროზოლი. დაშავდა ათობით ადამიანი.


