Accentnews.ge
16 ევროპარლამენტარი – მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ხელი შეუწყოს თანამშრომლობის გარემოს შექმნას კანდიდატის სტატუსის მისაღწევად

16 ევროპარლამენტარი – მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ხელი შეუწყოს თანამშრომლობის გარემოს შექმნას კანდიდატის სტატუსის მისაღწევად

08/03/2023 17:19:24 პოლიტიკა

ევროპარლამენტარები თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანებიან და "მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, ხელი შეუწყოს თანამშრომლობის გარემოს შექმნას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღწევად".

ევროპარლამენტარი აცხადებენ, რომ ღრმად შეშფოთებულები არიან საქართველოს პარლამენტის მიერ “უცხოური აგენტების” კანონის პირველი მოსმენით მირების გამო და აღნიშნავენ, რომ "კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ფასეულობებსა და სტანდარტებს, და ძირს უთხრის საქართველოს პროევროპულ გზას".

“საქართველოს ენერგიულმა სამოქალაქო საზოგადოებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დემოკრატიულ რეფორმებში და ქვეყნის ევროკავშირში წევრობის განცხადების მომზადებისთვის. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს სამოქალაქო საზოგადოების როლის დისკრედიტაციისა და შეზღუდვის შემდგომი მცდელობებისგან, და, პირიქით, ხელი შეუწყოს თანამშრომლობის გარემოს შექმნას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღწევად – ამ მიზანს მტკიცედ ვუჭერთ მხარს და მზად ვართ, დაგეხმაროთ მის მიღწევაში”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს 16 ევროპარლამენტარი აწერს.

ხელმომწერები არიან:

  • პეტრას აუსტრევიჩიუსი (ლიეტუვა)
  • მაიკლ გალერი (გერმანია)
  • სვენ მიქსერი (ესტონეთი)
  • ვიოლა ფონ კრამონი (გერმანია)
  • ანა ფოტიგა (პოლონეთი)
  • ნატალი ლუაზო (საფრანგეთი)
  • ანდრიუს კუბილიუსი (ლიეტუვა)
  • მარინა კალიურანდი (ესტონეთი)
  • ჰილდე ვაუტმანსი (ბელგია)
  • მირიამ ლექსმანი (სლოვაკეთი)
  • ტეის როიტენი (ნიდერლანდები)
  • მარკეტა გრეგოროვა (ჩეხეთი)
  • კარენ მელქიორი (დანია)
  • რაფაელ გლუქსმანი (საფრანგეთი)
  • ურმას პაეტი (ესტონეთი)
  • იუოზას ოლეკასი (ლიეტუვა)

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S