კინზინგერი: "ქართველ ხალხს სურს დასავლეთისკენ სვლა, ლიდერებმა არ შეისმინეს"
08/03/2023 19:21:10 პოლიტიკა
ყოფილი კონგრესმენი ადამ კინზინგერი თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება.
„მასობრივი პროტესტები საქართველოში. ხალხი აპროტესტებს საშინელ და რუსეთის მიმართ მეგობრულ კანონს "უცხოური აგენტების" შესახებ. ქართველ ხალხს სურს დასავლეთისკენ სვლა. ლიდერებმა არ შეისმინეს. თავისუფლება!“,- წერს კინზინგერი სოციალურ ქსელში.


