Accentnews.ge
ნინო ლომჯარია: "გიორგი ვაშაძე რეჟიმის მოკავშირეა"

ნინო ლომჯარია: "გიორგი ვაშაძე რეჟიმის მოკავშირეა"

08/03/2023 21:02:14 პოლიტიკა

ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გიორგი ვაშაძე პარტია "სტრატეგია აღმაშენებლიდან", "რეჟიმის მოკავშირეა".

"ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძე რეჟიმის მოკავშირეა... ეს არ ნიშნავს, რომ პარლამენტის წინ რაც მოხდა კანონიერია", - წერს ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში.

მოგვიანებით, ვაშაძემ ყველას მოუწოდა, რომ "უსამართლო განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავონ".

"ნინოსაც და სხვებსაც მოვუწოდებ, კარგად გაიაზრეთ, როცა ასეთ უსამართლო განცხადებებს აკეთებთ. ჩვენ უნდა ვიდგეთ ყველა ერთად, ვებრძვით რუსულ რეჟიმს, რომელსაც უნდა, რომ საქართველო დაუქვემდებაროს რუსეთს და ნუ გვაქვს უეცარი აღტყინებები. არცერთ შემთხვევაში მე ამას არ ვუპასუხებ, ყველამ კარგად გავიაზროთ, ეს მოთხოვნა, რაც იყო დაყენებული, ეს არის დღესაც", - განაცხადა მან.

დაახლოებით 22:00 საათზე გიორგი ვაშაძემ პარლამენტის შენობასთან შეკრებილ ათასობით ადამიანს მოუწოდა პარლამენტის შენობისთვის ალყა შემოერტყათ. ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში დაიწყო აქციის მონაწილეებსა და საპოლიციო ძალებს შორის დაპირისპირება. მოქალაქეები აზიანებდნენ ინფრასტრუქტურას, საპოლიციო ძალები კი იყენებდნენ წყლის ჭავლს და ცრემლმდენ აირს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S