"რუსულ პოლიტიკას ჰგავს, როცა ცდილობენ, ხალხის გამოხატვის თავისუფლებას, პროტესტის ჩახშობით უპასუხონ"
08/03/2023 21:06:52 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში მიმდინარე მოვლნებს კიდევ ერთხელ ეხმიანება და აცხადებს, რომ "რუსულ პოლიტიკას ჰგავს ის, როცა ცდილობენ, ხალხის გამოხატვის თავისუფლებას, პროტესტის ჩახშობით უპასუხონ". ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.
"აგენტების შესახებ" კანონპროექტის მიღების არანაირი საჭირობა არაა. საჭიროება არ არსებობს, დავარეგისტრიროთ არასამთავრობო ორგანიზაციები. უწოდო ამ ხალხს "უცხოეთის აგენტები" არის ის რაღაც, რაც ძალიან ჰგავს რუსულ პოლიტიკას. რუსულ პოლიტიკას ჰგავს ისიც, როცა ცდილობენ, ხალხის გამოხატვის თავისუფლებას, პროტესტის ჩახშობით უპასუხონ. ეს ხალხი პარლამენტთან გამოდის მშვიდობიანად, ერთი მოთხოვნით, გაიწვიონ ეს კანონპროექტი", – განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა, ასევე საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, არ გამოუყენოს ძალა საპროტესტო აქციაზე, ხოლო პროტესტის მონაწილეებზე თქვა, რომ სრულად მხარს უჭერს მათ:
"მთავრობას ბოლო შანსი აქვს დახუროს ის ნაპრალი, რომელიც მასსა და მის მოსახლეობას შორის სულ უფრო ფართოვდება. ბოლო შანსი აქვს აჩვენოს, რომ ის პრორუსულ ძალას არ წარმოადგენს. მათ თავი უნდა შეიკავონ ძალის გამოყენებისგან, ეს ჩემი მოწოდებაა აქედან. ვიცი და მხარს ვუჭერ და გუშინ მივმართე მოსახლეობას, რომ სრულად მხარს ვუჭერ იმას, რაც ახლა ხდება, რადგან საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა. მოსახლეობას აქვს უფლება, თქვას, რომ ევროპა სურს. ვაპირებ, რაც შემიძლია ყველანაირად მხარი დავუჭირო, უცხოელ ლიდერებთან შეხვედრითა და უცხოურ მედიასთან საუბრით".


