"ჩემი სრული მხარდაჭერა ყველას, ვინც საქართველოში მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების უფლებების შეზღუდვის წინააღმდეგ გამოდის"
09/03/2023 01:11:30 პოლიტიკა
ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფორ გასმუსენი „აგენტების“ კანონის საწინააღმდეგო და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის მხარდასაჭერად თბილიში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმიანება.
„უზარმაზარი გამბედაობა. ჩემი სრული მხარდაჭერა ყველას, ვინც საქართველოში მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების უფლებების შეზღუდვის წინააღმდეგ გამოდის. ჩვენ უნდა ვიყოთ მათ გვერდით, ვინც თავისუფლებასა და დემოკრატიაზე დაფუძნებული მომავლისთვის იბრძვის“,– წერს რასმუსენი და აზიარებს ფოტოს, რომელზეც ქალი ევროკავშირის დროშით ხელში იგერიებს წყლის ჭავლს.


