პარტიები და საპროტესტო მოძრაობაში ჩართული სტუდენტები „საერთო-სახალხო მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის“ შესახებ გეგმას 9 მარტს წარადგენენ
09/03/2023 01:14:26 პოლიტიკა
ოპოზიციური პარტიების ერთობა და სტუდენტები, რომლებიც ჩართულები არიან საპროტესტო მოძრაობაში, 11:00 გააკეთებენ ერთობლივ მოწოდებას საერთო-სახალხო მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის დაწყების შესახებ.
„საგანგებო ბრიბინგზე გაჟღერდება პარტიების და სტუდენტური საპროტესტო გაერთიანების შეთანხმებული 3 პუნქტიანი გეგმა საერთო-სახალხო მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის კონკრეტული მოქმედებების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ორგანიზატორები ავრცელებენ.


