ევროკავშირის წარმომადგენლობა - მივესალმებით მმართველი პარტიის განცხადებას, უკან გაიწვიონ „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონპროექტი
09/03/2023 06:55:10 პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აღნიშნავს, რომ მიესალმება მმართველი პარტიის განცხადებას, უკან გაიწვიონ „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონპროექტი.
„მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ლიდერს საქართველოში, განაახლონ პროევროპული რეფორმები, ინკლუზიური, კონსტრუქციული გზით და 12 პრიორიტეტის შესაბამისად, რათა მიაღწიონ კანდიდატის სტატუსს“, – წერია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის გვერდზე.
We welcome announcement by the ruling party to withdraw draft legislation on “foreign influence”. We encourage all political leaders in GE 🇬🇪 to resume pro-EU 🇪🇺reforms, in an inclusive & constructive way and in line with the 12 priorities for Georgia to achieve candidate status pic.twitter.com/pKSFIOQv88
— EU Delegation Georgia 🇪🇺 (@EUinGeorgia) March 9, 2023
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო.


