Accentnews.ge
"ოცნებას" არ ვენდობით, დღეს ყველა 19:00 საათზე რუსთაველზე! - ცოტნე კობერიძე

"ოცნებას" არ ვენდობით, დღეს ყველა 19:00 საათზე რუსთაველზე! - ცოტნე კობერიძე

09/03/2023 07:19:00 პოლიტიკა

"აგენტების" შესახებ კანონპროექტის უკან გაწვევის გადაწყვეტილების მიუხედავად, ხელისუფლების ოპონენტები "ქართულ ოცნებას" არ ენდობიან და დღეს 19:00 საათზე რუსთაველზე ისევ შეკრებას აანონსებენ. ამის შესახებ "გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრმა ცოტნე კობერიძემ განაცხადა.

"ქართული ოცნება" გახდა იძულებული ორი მოთხოვნიდან ერთი შეესრულებინა. იძულებული გახდა იმიტომ, რომ გუშინ ვნახეთ უპრეცედენტო ამბავი, უამრავი ახალგაზრდა, რომელიც არის ძალიან გონიერი, ძალიან გაბედული, აიძულა ხელისუფლება, გადაედგა ეს ნაბიჯი. დღეს აუცილებლად იქნება აქცია იმიტომ, რომ არსებობს უამრავი ახლგაზრდა, რომლებსაც არ გვაქვს ნდობა "ქართული ოცნების". ჩვენ ვართ გარანტი, რომ ქვეყანა გახდეს დასავლეთის ნაწილი. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც მოვითხოვთ ორივე პუნქტის შესრულებას.

ერთის მხრივ, გვჭირდება მკაფიოობა, როგორ აპირებენ, გაიწვიონ მოცემული კანონპროექტი იმიტომ, რომ მათი განცხადებები ბუნდოვანია, მათ აქვთ სახელი გატეხილი. და მეორეს მხრივ, ის ადამიანები, რომლებიც ჩვენს გვერდზე იდგნენ, ბრძოლობდნენ ჩვენთან ერთად, ეს ხალხი არის დაჭერილი. სანამ ეს ადამიანები არ იქნებაინ გარეთ გამოსულები, არ იქნებიან გათავისუფლებულები, "ქართულ ოცნებას" არ ეგონოს, რომ საქმე აქვს მარტივად. დღეს იქნება აქცია. სანამ საქართელო არ დადგება პროდასავლურ კურსზე გარანტირებულად, არ შეწყდება პროცესები, ეს პროცესები როგორი იქნება, ამას ეტაპ-ეტაპ გავიგებთ", - განაცხადა "გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრმა ცოტნე კობერიძემ.

ცნობისთვის: დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება გავრცელდა, რომელშიც აღნიშნავენ, რომ „ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვევენ მათ მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ]“.

მმართველი ძალა არ აღიარებს არც შეცდომებს, არც სიცრუეს - პირიქით, ჯიუტად ცდილობს, დაარწმუნოს მსმენელი, რომ მისი სადეზინფორმაციო ნარატივებია სიმართლე და არა ის, რაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების თემაზე მთელი ვიცილიზებული სამყაროს, ყველა პარტნიორი ქვეყნის, ყველა საერთაშორისო ინსტიტუტის მხრიდან და საქართვლოში "ოცნების" ოპონნტებისგან ითქვა. მეტიც, მმართველმა ძალამ თავის დღევანდელ განცხადებაში ფაქტბრივად, დააანონსა კრემლისტური სადეზინფორმაციო პროპაგანდის მასშტაბების გაფრთოება და მასში სახელისუფლებო პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებთან ერთად ახლა უკვე მთელი სახელისუფლებო რესურსის ჩართვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S