Accentnews.ge
კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი: "პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება, ის უნდა ჩავარდეს სესიაზე"

კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი: "პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება, ის უნდა ჩავარდეს სესიაზე"

09/03/2023 07:42:10 პოლიტიკა

კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე აცხადებს, რომ "პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება, ის უნდა ჩავარდეს სესიაზე".

"გვაქვს ორი კანონი (პირობითი სახელით) 1. რუსულთან მიმსგავსებული პირველი მოსმენითაა მიღებული; 2. აშშ-თან მიმსგავსებული, რომელიც ჯერ არ განხილულია.

რაა საჭირო?

1. პირველი ვარიანტი სასწრაფოდ უნდა გაიტანომ მეორე მოსმენაზე და თავადვე ჩააგდონ (აქედან ერთი თვის განმავლობაში მეორედ აღარ უნდა დააყენონ კენჭისყრაზე, თორემ მეორე მოსმენით ერთხელ ჩაგდებული პროექტის შემობრუნება შეუძლიათ);

2. მეორე ვარიანტის ყველა ინიციატორმა უნდა მოაწეროს ხელი პროექტია გაწვევას.

ასე, რომ უმრავლესობამ საკუთარი ხელით უნდა ჩააგდოს კანონი და ხალხის ძალამ საკუთარი ხელმოწერებით უარი თქვას მასზე!", – წერს მენაბდე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: მმართველმა გუნდმა და „ხალხის ძალამ“ ე.წ აგენტების შესახებ პირველი მოსმენით მხარდაჭერილი კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S