წითლიძე: "ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ რუსული ხელისუფლება გვყავს, რომელსაც ხალხის მოტყუება არაფრად უღირს"
09/03/2023 07:48:12 პოლიტიკა
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! მაგრამ არ დაგავიწყდეთ რომ რუსული ხელისუფლება გვყავს ჯერ კიდევ სათავეში, რომელსაც ხალხის მოტყუება არაფრად უღირს და ეს უკვე ვნახეთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანი წითლიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, „სანამ ეს რუსული ხელისუფლება გვყავს საქართველოს ევროპული კურსი საფრთხეშია“.
„რუსული კანონი პარლამენტიდან გაიწვიეს! მას შემდეგ რაც შვილები დაგვისისხლიანეს და გაზით დაგვიწამლეს! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!
მაგრამ არ დაგავიწყეთ რომ რუსული ხელისუფლება გვყავს ჯერ კიდევ სათავეში, რომელსაც ხალხის მოტყუება არაფრად უღირს და ეს უკვე ვნახეთ.
სანამ ეს რუსული ხელისუფლება გვყავს საქართველოს ევროპული კურსი საფრთხეშია! სასწრაფოდ გაათავისუფლეთ დაკავებულები!- წერს წითლიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას გავრცელდა, სადაც აღნიშნავენ, რომ „ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვევენ მათ მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს“.


