გონჩარენკო - ქართველებო, თქვენ ეს გააკეთეთ, კარგია! ყოჩაღ!
09/03/2023 07:52:39 პოლიტიკა
უკრაინის პარლამენტის დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო „უცხოური გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის გაწვევის თაობაზე მმართველი პარტიის განცხადეას მიესალმება.
„მმართველი პარტია იუწყება, რომ საქართველოს პარლამენტიდან უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი გაწვეულია. ქართველებო, თქვენ ეს გააკეთეთ, კარგია! ყოჩაღ!“- წერს გონჩარენკო სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება გავრცელდა, სადაც აღნიშნავენ, რომ „ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვევენ მათ მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს“.


