Accentnews.ge
ვახტანგ ხმალაძე განმარტავს, "აგენტების" შესახებ კანონპროექტების გაწვევის მექანიზმებს: "მეორე მექანიზმი საშიშია"

ვახტანგ ხმალაძე განმარტავს, "აგენტების" შესახებ კანონპროექტების გაწვევის მექანიზმებს: "მეორე მექანიზმი საშიშია"

09/03/2023 08:27:52 პოლიტიკა

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე განმარტავს, რა მექანიზმებია არსებობს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონპროექტების გაწვევისთვის.

"მეორე კანონპროექტი [„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ], რომელსაც ამერიკულს უწოდებენ და რომელიც პარლამენტს დღეს უნდა განეხილა, შეიძლება, იქნას გაწვეული. რაც შეეხება პირველ კანონპროექტს [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ], რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო, მისი გამოწვევა შეუძლებელია და არსებობს ორი მექნიზმი:

  • პირველი მექანიზმი – ეს მექანიზმი რეგლამენტით არის განსაზღვრული და გულისხმობს პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვის დაწყებას. მას პლენარულ სხდომაზე უნდა უყარონ კენჭი და ჩააგდონ.
  • მეორე მექანიზმი – ეს მექანიზმი არის ის, რომ კანონპროექტი შემოდინ თაროზე, ანუ აღარ გააგრძელონ განხილვა. ეს მეორე მექანიზმი უფრო საშიშია, რადგან ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ, ჩამოიღონ თაროდან და გააგრძელონ მეორე მოსმენით განხილვა", – აცხადებს ხმალაძე.

ცნობისთვის: დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება გავრცელდა, სადაც აღნიშნავენ, რომ „ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვევენ მათ მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ]“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S