უნდობლობა გვაქვს, "ოცნებამ" არაერთხელ გადაგვაგდო - სერგო ჩიხლაძე
09/03/2023 09:25:03 პოლიტიკა
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ ოპოზიციას და საზოგადოებას "ქართული ოცნების" ნდობა აღარ აქვს, რადგან მათ არაერთი შეთანხმება დაარღვიეს.
"ჩნდება უნდობლობა იმიტომ, რომ ჩვენ არაერთხელ ვნახეთ შეთანხმებები, რომელზეც ხელს აწერს "ქართული ოცნება". რომ გავიხსენთ 8 მარტის შეთანხმება სრულად პროპორციულზე, რომელზეც რამდენიმე კვირაში გადაგვაგდო "ოცნებამ". ვნახეთ 19 აპრილის შეთანხმება, რომელიც გადახია შემდეგ "ქართულმა ოცნებამ". რა თქმა უნდა, უნდობლობა გავქვს და გვაქვს მოლოდინი, რომ ისე გადააგდებს ყველას "ქართული ოცნება". უბრალოდ თქმით, რომ "გავიტანე", ასე არ ხდება. ამას სჭირდება დამატებითი ნაბიჯები, რომ მეორე მოსმენაზე იგივე ხალხმა დააჭიროს არა მწვანე ღილაკს, არამედ 78 გავრილოვმა დააჭიროს ისევ წითელ ღილაკს", - ამბობს ჩიხლაძე.
ცნობისთვის: დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება გავრცელდა, სადაც აღნიშნავენ, რომ „ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვევენ მათ მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ]“.
მმართველი ძალა არ აღიარებს არც შეცდომებს, არც სიცრუეს - პირიქით, ჯიუტად ცდილობს, დაარწმუნოს მსმენელი, რომ მისი სადეზინფორმაციო ნარატივებია სიმართლე და არა ის, რაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების თემაზე მთელი ვიცილიზებული სამყაროს, ყველა პარტნიორი ქვეყნის, ყველა საერთაშორისო ინსტიტუტის მხრიდან და საქართვლოში "ოცნების" ოპონნტებისგან ითქვა. მეტიც, მმართველმა ძალამ თავის დღევანდელ განცხადებაში ფაქტბრივად, დააანონსა კრემლისტური სადეზინფორმაციო პროპაგანდის მასშტაბების გაფრთოება და მასში სახელისუფლებო პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებთან ერთად ახლა უკვე მთელი სახელისუფლებო რესურსის ჩართვა.


