Accentnews.ge
არმაზ ახვლედიანი - უნდა ჩამოყალიბდეს ნდობის მთავრობა და შსს-ს, სუს-ის, პროკურატურის ხელმძღვანელები შეირჩენ ნდობის უმაღლესი მანდატით

არმაზ ახვლედიანი - უნდა ჩამოყალიბდეს ნდობის მთავრობა და შსს-ს, სუს-ის, პროკურატურის ხელმძღვანელები შეირჩენ ნდობის უმაღლესი მანდატით

09/03/2023 09:35:39 პოლიტიკა

ეს უმნიშვნელოვანესი ტაქტიკური გამარჯვებაა - მადლობა ყველას, ვინც ამ ბრძოლაში თუნდაც მცირე წვლილი შეიტანა! - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მთავარი ბრძოლა და გამარჯვება წინ არის.

„ეს უმნიშვნელოვანესი ტაქტიკური გამარჯვებაა - მადლობა ყველას, ვინც ამ ბრძოლაში თუნდაც მცირე წვლილი შეიტანა! გულანთებული ახალგაზრდების თავგანწირულმა პროტესტმა, პასუხისმგებლობიანი ოპოზიციონერების მტკიცე წინააღმდეგობის, კრიტიკული მედიის, სამოქალაქო სექტორის შემართებისა და დასავლელი პარტნიორების უმკაცრესი მოწოდებების ფონზე ამ ეტაპზე კისერი მოუგრიხა ივანიშვილის აღვირახსნილ დაჯგუფებას! მაგრამ მთავარი ბრძოლა და გამარჯვება წინაა!

ჩვენ უნდა შევძლოთ ამ მავნე, ანტიეროვნული და ანტიდემოკრატიული მმართველობის დასრულება და დანაშაულებრივი პოლიტიკური სისტემის საფუძვლიანი დემონტაჟი! ამისთვის კი აუცილებელია: წელსვე ევროპის კავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება; ამ მიზნით დაწესებული 12 მოთხოვნის სრულად შესრულება; მომდევნო საპარლამენტო არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარების მყარი გარანტიების მოპოვება, რაც შეუძლებელია ამ მახინჯი მმართველობის პირობებში; ამიტომ უნდა ჩამოყალიბდეს ნდობის მთავრობა და შსს-ს, სუს-ს, პროკურატურის ხელმძღვანელები შეირჩენ საზოგადოების ნდობის უმაღლესი მანდატით.

მხოლოდ ასე შევძლებთ საქართველოს გადაქცევას ევროპულ, წარმატებულ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ! მხოლოდ ასე გახდება ჩვენი გამარჯვება შეუქცევადი და საბოლოო!“, - განაცხადა ახვლედიანმა.

ცნობისთვის: დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება გავრცელდა, რომელშიც აღნიშნავენ, რომ „ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვევენ მათ მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ]“.

მმართველი ძალა არ აღიარებს არც შეცდომებს, არც სიცრუეს - პირიქით, ჯიუტად ცდილობს, დაარწმუნოს მსმენელი, რომ მისი სადეზინფორმაციო ნარატივებია სიმართლე და არა ის, რაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების თემაზე მთელი ვიცილიზებული სამყაროს, ყველა პარტნიორი ქვეყნის, ყველა საერთაშორისო ინსტიტუტის მხრიდან და საქართვლოში "ოცნების" ოპონნტებისგან ითქვა. მეტიც, მმართველმა ძალამ თავის დღევანდელ განცხადებაში ფაქტბრივად, დააანონსა კრემლისტური სადეზინფორმაციო პროპაგანდის მასშტაბების გაფრთოება და მასში სახელისუფლებო პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებთან ერთად ახლა უკვე მთელი სახელისუფლებო რესურსის ჩართვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S