ხოშტარია: "მოღალატეები დარჩნენ მოღალატეებად, თანმიმდევრული ბრძოლა უნდა გაგრძელდეს"
09/03/2023 09:38:51 პოლიტიკა
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ "მოღალატეები და რუსები დარჩნენ მოღალატეებად და რუსებად. შესაბამისად, თანმიმდევრული ბრძოლა, მუშაობა უნდა გაგრძელდეს".
"ხალხის და სიმართლის ძალის რწმენა უნდა დავიბრუნოთ და ეს დღეები სწორედ ამაზე მეტყველებს. ჩემთვის ეს ყველაზე მთავარია! მადლობას ვერავის ვეტყვი, ყველა საკუთარი იდეისთვის იბრძოდა და მადლობა უადგილო და უხერხული სიტყვა მგონია. მოღალატეები და რუსები დარჩნენ მოღალატეებად და რუსებად. შესაბამისად, თანმიმდევრული ბრძოლა, მუშაობა უნდა გაგრძელდეს. თავი გვაბია მხრებზე და ამათი ტაქტიკური ტყუილებიც კარგად ვიცით, ამიტომ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ, ყველაზე უღირსი ტყუილისთვის. სანამ არ გაფორმდება არაფერია მიღწეული. ევროპული პერსპექტივის ერთი საფრთხე სავარაუდოდ გადადებულია, მაგრამ პერსპექტივა არ დაბრუნებულა, ამიტომ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ. პატიმრები დაუყოვნებლივ უნდა გამოუშვან! ყველას ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა გვაქვს, რომელიც წარმატების თუ წარუმატებლობის მიხედვით არ უნდა ირხეოდეს, ხოდა ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში გავაგრძელოთ შემდეგ ნაბიჯებზე ფიქრი. მადლობას კი ვეტყვი ყველა პარტიას და არასამთავრობოს კოორდინაციისთვის და თანამშრომლობისთვის (თუნდაც მჟავე სახით) დღეს ვიქნები 19:00-ზე პარლამენტთან", – წერს ხოშტარია სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება გავრცელდა, რომელშიც აღნიშნავენ, რომ „ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვევენ მათ მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ]“.
მმართველი ძალა არ აღიარებს არც შეცდომებს, არც სიცრუეს - პირიქით, ჯიუტად ცდილობს, დაარწმუნოს მსმენელი, რომ მისი სადეზინფორმაციო ნარატივებია სიმართლე და არა ის, რაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების თემაზე მთელი ვიცილიზებული სამყაროს, ყველა პარტნიორი ქვეყნის, ყველა საერთაშორისო ინსტიტუტის მხრიდან და საქართვლოში "ოცნების" ოპონნტებისგან ითქვა. მეტიც, მმართველმა ძალამ თავის დღევანდელ განცხადებაში ფაქტბრივად, დააანონსა კრემლისტური სადეზინფორმაციო პროპაგანდის მასშტაბების გაფრთოება და მასში სახელისუფლებო პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებთან ერთად ახლა უკვე მთელი სახელისუფლებო რესურსის ჩართვა.


