"გირჩი - მეტი თავისუფლება": "ბრძოლა არ დამთავრებულა! ყოფილი მოღალატე არ არსებობს!"
09/03/2023 09:56:29 პოლიტიკა
"გირჩი - მეტი თავისუფლება" აცხადებს, რომ "ყოფილი მოღალატე არ არსებობს!".
"რუსული კანონი არ გაწვეულა!
პროცედურულად, კანონის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, რეგლამენტით კანონის უკან გაწვევა აღარ ხდება, მისი გაწვევა მხოლოდ კენჭისყრამდეა შესაძლებელი. ამიტომ საჭიროა კანონი გამოითხოვონ ვენეციის კომისიიდან, მეორე მოსმენით უყარონ კენჭი და ჩააგდონ.
რადგან "ქართული ოცნების" სიტყვას დიდი ხანია ფასი დაკარგული აქვს, ბრძოლა არ დამთავრებულა!
ისევ 19:00 საათზე, ისევ პარლამენტთან, ძალაშია ორი მოთხოვნა: 1) გაათავისუფლონ ყველა დაკავებული 2) მოგვცენ მკაფიო გარანტია კანონის უკან გაწვევაზე.
მშვიდობიანი მომიტინგეების მოწამვლის, ცემისა და დაჭერის ფასი ჯერ არ გადაუხდიათ და აუცილებლად გადაიხდიან. ყოფილი მოღალატე არ არსებობს!", აცხადებს პარტია.
ცნობისთვის: დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება გავრცელდა, რომელშიც აღნიშნავენ, რომ „ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვევენ მათ მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ]“.
მმართველი ძალა არ აღიარებს არც შეცდომებს, არც სიცრუეს - პირიქით, ჯიუტად ცდილობს, დაარწმუნოს მსმენელი, რომ მისი სადეზინფორმაციო ნარატივებია სიმართლე და არა ის, რაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების თემაზე მთელი ვიცილიზებული სამყაროს, ყველა პარტნიორი ქვეყნის, ყველა საერთაშორისო ინსტიტუტის მხრიდან და საქართვლოში "ოცნების" ოპონნტებისგან ითქვა. მეტიც, მმართველმა ძალამ თავის დღევანდელ განცხადებაში ფაქტბრივად, დააანონსა კრემლისტური სადეზინფორმაციო პროპაგანდის მასშტაბების გაფრთოება და მასში სახელისუფლებო პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებთან ერთად ახლა უკვე მთელი სახელისუფლებო რესურსის ჩართვა.


