"პირველი არხი" – "ხათუნა სამნიძე მიიჩნევს, რომ საპროტესტო აქციები აღარ უნდა გაგრძელდეს"
09/03/2023 10:19:40 პოლიტიკა
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ "ქართველი ხალხის ბრძოლამ შედეგი გამოიღო და გამარჯვება მიღწეულია", – იუწყება "საქართველოს პირველი არხი".
როგორც სამნიძემ "საქართველოს პირველ არხს" განუცხადა, "პროცესი ბოლომდე უნდა იყოს მიყვანილი და „ქართულმა ოცნებამ“ „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტიდან ოფიციალურად უნდა გაიწვიოს".
"სამნიძის აზრით, საპროტესტო აქციები აღარ უნდა გაგრძელდეს და პარლამენტში ოპოზიციამ უნდა გააგრძელოს საქმიანობა 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით", – იუწყება "საქართველოს პირველი არხი".
მოგვიანებით, მან შემდეგი განმარტა, რომ "არა რუსულ კანონს!" – მოთხოვნა არ უდნა შეიცვალოს და იგი აქციების სხვა მოთხოვნით გაგრძელებას მხარს არ უჭერს.
"ჩემი განცხადების უზუსტო ინტერპრეტაციის გამო ვაზუსტებ, რომ აქციების გაგრძელება უნდა მოხდეს იგივე მოთხოვნით - არა რუსულ კანონს! კანონის გაწვევის პროცესის ბოლომდე მიყვანა არის ჩვენი მიზანი. უნდობლობა "ოცნების" მიმართ რეალობაა, რომელზეც პასუხის ისევ - არა რუსულ კანონს! გაიწვიეთ და ეს სამქე მიიყვანეთ ბოლომდე!!!! ბოდიში ყველასთან, ვინც მომწერეთ და აღელდით, მე ვიდექი თქვენთნ ერთად და ვიდგები მოთხოვნით - არა რუსულ კანონს! მოთხოვნა არ უდნა შეიცვალოს. მე არ ვემხრობი აქციების სხვა მოთხოვნით გაგრძელებას. ამაში ვარ დარწმუნებული და ამიტომაც ვაზუსტებ ისევ - კანონის გაწვევის პროცედურები ბოლომდე მიიყვანოს "ოცნებამ"! გაათავისუფლოს ყველა, ვინც დაკავებულია!!!! მე რაც შემიძლია, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ!
პ.ს. აქვე დავწერ. გთხოვთ, ამ უზუსტობაში ნუ დაინახავთ საზმაუს ბრალლეულობას. მე უფრო მკაფიოდ უნდა მეთქვა სათქმელი, ყველა ვღელავთ და მეც თქვენთან ერთად. სიფრთხილე აუცილებელი მგონია", – დაწერა სამნიძემ სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება გავრცელდა, რომელშიც აღნიშნავენ, რომ „ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვევენ მათ მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ]“.
მმართველი ძალა არ აღიარებს არც შეცდომებს, არც სიცრუეს - პირიქით, ჯიუტად ცდილობს, დაარწმუნოს მსმენელი, რომ მისი სადეზინფორმაციო ნარატივებია სიმართლე და არა ის, რაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების თემაზე მთელი ვიცილიზებული სამყაროს, ყველა პარტნიორი ქვეყნის, ყველა საერთაშორისო ინსტიტუტის მხრიდან და საქართვლოში "ოცნების" ოპონნტებისგან ითქვა. მეტიც, მმართველმა ძალამ თავის დღევანდელ განცხადებაში ფაქტბრივად, დააანონსა კრემლისტური სადეზინფორმაციო პროპაგანდის მასშტაბების გაფრთოება და მასში სახელისუფლებო პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებთან ერთად ახლა უკვე მთელი სახელისუფლებო რესურსის ჩართვა.


