Accentnews.ge
საერთაშორისო მედია „ქართული ოცნების“ მიერ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების გაწვევას ეხმიანება

საერთაშორისო მედია „ქართული ოცნების“ მიერ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების გაწვევას ეხმიანება

09/03/2023 10:38:24 პოლიტიკა

საერთაშორისო მედია საქართველოს მმართველი პარტიის მხრიდან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტების გაწვევის გადაწყვეტილებას ეხმიანება.

BBC წერს, რომ მმართველმა პარტიამ ხსენებული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას 2 დღის განმავლობაში მასშტაბური დემონსტრაციები მოჰყვა.

“ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ემოციების ჩასაცხრობად მიიღეს და უახლოეს მომავალში საზოგადოებას კანონპროექტის მნიშვნელობას უფრო გასაგებად განუმარტავენ. ოპოზიციურმა პარტიები აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციების შეჩერებას არ აპირებენ. ისინი დაკავებულების გათავისუფლებასაც ითხოვენ,“ - იუწყება BBC.

გამოცემა Reuters აღნიშნავს, რომ კანონპროექტის გაწვევის მიუხედავად, ოპოზიცია ხელისუფლებას არ ენდობა და აქციების გაგრძელებას აპირებს.

The Guardians აღნიშნავს, რომ "ოცნების" გადაწყვეტილებას მიესალმება საქართველოში ევროკავშირის დელეგაცია.

„კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოში ავტორიტარულ ცვლილებას გულისხმობდა, ათასობით ადამიანი გაერთიანდა", – იტყობინება გამოცემა.

ცნობისთვის: დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება გავრცელდა, რომელშიც აღნიშნავენ, რომ „ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვევენ მათ მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ]“.

მმართველი ძალა არ აღიარებს არც შეცდომებს, არც სიცრუეს - პირიქით, ჯიუტად ცდილობს, დაარწმუნოს მსმენელი, რომ მისი სადეზინფორმაციო ნარატივებია სიმართლე და არა ის, რაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების თემაზე მთელი ვიცილიზებული სამყაროს, ყველა პარტნიორი ქვეყნის, ყველა საერთაშორისო ინსტიტუტის მხრიდან და საქართვლოში "ოცნების" ოპონნტებისგან ითქვა. მეტიც, მმართველმა ძალამ თავის დღევანდელ განცხადებაში ფაქტბრივად, დააანონსა კრემლისტური სადეზინფორმაციო პროპაგანდის მასშტაბების გაფრთოება და მასში სახელისუფლებო პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებთან ერთად ახლა უკვე მთელი სახელისუფლებო რესურსის ჩართვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S