Accentnews.ge
სამნიძე: "ჩემი მოთხოვნა და დგომა პროტესტზე იყო, უკან წაეღოთ კანონპროექტი, ვფიქრობ, ახლა ბრძოლა გასაგრძელებელია პროცედურებში"

სამნიძე: "ჩემი მოთხოვნა და დგომა პროტესტზე იყო, უკან წაეღოთ კანონპროექტი, ვფიქრობ, ახლა ბრძოლა გასაგრძელებელია პროცედურებში"

09/03/2023 10:45:35 პოლიტიკა

პარლამენტის დეპუტატი ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებას" "აგნეტების" შესახებ კანონპროექტის უკან გაწვევის გადაწყვეტილება "გულანთებული ადამიანების თვითორგანიზებულმა პროტესტმა" მიაღებინა.

მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსებმა გაწვევის პროცედურა ბოლომდე მიიყვანონ.

კითხვაზე, შეუერთდება თუ არა დღეს დაგეგმილ აქციას, სამნიძე პასუხობს, რომ "არა", რადგან, დეპუტატის თქმით, "მისი მოთხოვნა იყო კანონპროექტის უკან გაწვევა, რაც "ოცნებამ" შეასრულა, ბრძოლა კი პროცედურებშია გასაგრძელებელი".

"ეს პროტესტი არ იყო პოლიტიკური პარტიების ორგანიზებული და პოლიტიკური პარტიების მოწვევით, რაც იყო სწორი და ვფიქრობ, შედეგიც ამან გამოიღო, რომ ეს იყო თვითორგანიზებული პროტესტი, ადამიანები გულანთებულები გამოვიდნენ ქუჩაში, რომ ეს ქვეყანა რუსეთისკენ არ წასულიყო, ეს მათი გადასაწყვეტია, როგორ გაგრძელდება პროცესი. ისევ, ვფიქრობ უმნიშვნელოვანესია, გავითვალისწინოთ პოლიტიკოსებმა, რომ ამ პროცესში სათავეში არ ჩავდგეთ, გვერდში დავუდგეთ ადამიანებს, თუ თვლიან, რომ დღესაც უნდა შეიკრიბონ. მე პირადად ვთვლი, რომ ეს მათი გადასაწყვეტია და არა პოლიტიკური პარტიების. ჩვენი საქმეა "ოცნების" გადაწყვეტილება, რომ კანონი წაიღოს უკან, პროცედურულად ბოლომდე მივიყვანოთ და შევახსენოთ ყოველ ჯერზე "ოცნებას", რომ კარგად დაიმახსოვრონ ეს დღეები, არ უნდა წავიდნენ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. ჩემი მოთხოვნა და დგომა პროტესტზე იყო, უკან წაიღოთ ეს კანონპროექტი და ვფიქრობ, რომ ახლა ბრძოლა გასაგრძელებელია პროცედურებში", - აცხადებს სამნიძე.

ცნობისთვის: დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება გავრცელდა, რომელშიც აღნიშნავენ, რომ „ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვევენ მათ მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ]“.

მმართველი ძალა არ აღიარებს არც შეცდომებს, არც სიცრუეს - პირიქით, ჯიუტად ცდილობს, დაარწმუნოს მსმენელი, რომ მისი სადეზინფორმაციო ნარატივებია სიმართლე და არა ის, რაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების თემაზე მთელი ვიცილიზებული სამყაროს, ყველა პარტნიორი ქვეყნის, ყველა საერთაშორისო ინსტიტუტის მხრიდან და საქართვლოში "ოცნების" ოპონნტებისგან ითქვა. მეტიც, მმართველმა ძალამ თავის დღევანდელ განცხადებაში ფაქტბრივად, დააანონსა კრემლისტური სადეზინფორმაციო პროპაგანდის მასშტაბების გაფრთოება და მასში სახელისუფლებო პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებთან ერთად ახლა უკვე მთელი სახელისუფლებო რესურსის ჩართვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S