Accentnews.ge
გიგა ბოკერია - ასეთი პროექტის მაინიცირებელი რეჟიმი თავისუფლების სამშვიდობოს ვერ გაგვიყვანს

გიგა ბოკერია - ასეთი პროექტის მაინიცირებელი რეჟიმი თავისუფლების სამშვიდობოს ვერ გაგვიყვანს

09/03/2023 10:51:08 პოლიტიკა

"ევროპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ყველასთვის უნდა იყოს ახსნილი, რომ მიუხედავად იმისა, როგორ გაიწვევენ კანონპროექტს, „ასეთი პროექტის მაინიცირებელი რეჟიმი თავისუფლების სამშვიდობოს ვერ გაგვიყვანს“.

„მისი შეცვლის გარეშე ჩვენ არ გვაქვს შანსი ვიყოთ თავისუფალი და დაცული ქვეყანა. იურიდიული ექსპერტების პროცედურას სწორად აღწერენ, ოღონდ მე, ამაზე ზედმეტი ფოკუსი მცდარი მგონია. რომც ჩაატარონ ის პროცედურები, კენჭი უყარონ ჩაგდებას, ხელახალ ინიციირებას ვერ მოახდენენ? მეტიც, ამ კანონის მიღმა არ ვიყავით და არ ვართ იმ ჭაობში, რასაც პუტინისტური სულისკვეთების რეჟიმი ჰქვია? ამიტომ, ყველა ადამიანამდე უნდა მივიტანოთ ეს გზავნილი. უდიდესი უპირატესობის მოპოვების გარეშე, რისი პირველი ნაბიჯები ამ პროტესტის დროს ვნახეთ და მანამდე კი, გავრილოვის ღამის დროს, ჩვენ ვერ დავამარცხებთ ამ რეჟიმს, მაგრამ მე მჯერა, რაც ახლა მოხდა, საფუძველია იმისა, რომ ასეთი მორალურ აბსოლუტური უმრავლესობის შექმნა შესაძლებელია, მეტიც, ეს არის ჩვენი ვალი. სწორედ ამის შედეგად ჩვენ მივაღწევთ ისტორიული ამოცანის შესრულებას, თავისუფალი ერთა ოჯახში თავისუფალ, ღირსეულ, დაცულ ქვეყნად დაბრუნებას“- განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის: დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება გავრცელდა, რომელშიც აღნიშნავენ, რომ „ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვევენ მათ მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ]“.

მმართველი ძალა არ აღიარებს არც შეცდომებს, არც სიცრუეს - პირიქით, ჯიუტად ცდილობს, დაარწმუნოს მსმენელი, რომ მისი სადეზინფორმაციო ნარატივებია სიმართლე და არა ის, რაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების თემაზე მთელი ვიცილიზებული სამყაროს, ყველა პარტნიორი ქვეყნის, ყველა საერთაშორისო ინსტიტუტის მხრიდან და საქართვლოში "ოცნების" ოპონნტებისგან ითქვა. მეტიც, მმართველმა ძალამ თავის დღევანდელ განცხადებაში ფაქტბრივად, დააანონსა კრემლისტური სადეზინფორმაციო პროპაგანდის მასშტაბების გაფრთოება და მასში სახელისუფლებო პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებთან ერთად ახლა უკვე მთელი სახელისუფლებო რესურსის ჩართვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S