Accentnews.ge
მდინარაძე – "პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი გავა მეორე მოსმენით და ჩავარდება"

მდინარაძე – "პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი გავა მეორე მოსმენით და ჩავარდება"

09/03/2023 11:09:10 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ "პირველი მოსმენით მიღებული "აგენტების შესახებ" კანონპროექტი ჩავარდება". ამის შესახებ მან საპარლამენტო უმრავლესობის სდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გააგზავნა ვენეციის კომისიაში თავისი წერილი კანონპროექტების გამოხმობის შესახებ, შესაბამისად, ვენეციის კომისიას ჩვენ აღარ ვთხოვთ, რომ ამ კანონპროექტებზე მოხდეს განხილვა და დასკვნის გამოგზავნა. ერთი კანონპროექტი, რომელზეც შესაძლებელი იყო პროცედურულად, „ხალხის ძალის“ მიერ უკვე გამოხმობილია და გაგზავნილია წერილი საქართველოს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე, როგორც ეს პროცედურულად ხდება, იმის შესახებ, რომ ის არის გამოწვეული. რაც შეეხება მეორე საკითხს, შესაძლოა, ეს გარკვეული ფორმალობაც იყოს, მაგრამ მათივე მხრიდან მიწერილია წერილი, რომ უარს ამბობენ ამ კანონპროექტის მხარდაჭერაზე. რაც შეეხება კანონპროექტს გაწვევის გზებს, რომელიც პირველი მოსმენითაა განხილული, როგორც წესი, საქართველოს რეგლამენტის თანახმად, მეორე მოსმენით გავა და მეორე მოსმენით ჩავარდება. ამის შესახებ პოლიტიკურ განცხადებას კიდევ ერთხელ ვაკეთებ და გიდასტურებთ. ჩავარდნა იქნება ის, რაც ამ საკითხს პროცედურულად გადაწყვეტს“, - განაცხადა მდინარაძემ", – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებას უკან ვერავინ წაიღებს:

"აბსოლუტური სპეკულაციაა ფორმალურ დეტალებზე საკითხის გადატანა და ამით მუხტის შენარჩუნება, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც ყველა ხვდება, რომ უკან ვერავინ წაიღებს, თორემ ხალხი, ახლა თუ პროტესტზეა საუბარი, ათმაგი პროტესტი იქნება ამის უკან წაღების შემდეგ, ეს წარმოუდგენელი ამბავია. ამ ლოგიკით შეგვიძლია ნებისმიერი გაწვეული კანონი ხელახლა დავაინიციროთ და მივიღოთ დაჩქარებული წესით. ეს არის წმინდა წყლის ფორმალური საკითხი. ჩვენი პოლიტიკური ხასიათი ჩვენ მრავალჯერ გამოვავლინეთ. როდესაც ადამიანებს, ბავშვებს, შეცდომაშია შეყვანილი თუ გულწრფელი პროტესტი აქვს, აღარ აქვს მნიშვნელობა. როცა რაღაც რისკის ქვეშ დგება და ეს შეიძლება იყოს რომელიმე ბავშვის, რომელიმე ახალგაზრდის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, აქ ასეთი გადაწყვეტილებები უნდა მიიღო. ესაა ჩვენი ბუნება და ხასიათი".

მანამდე კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ განმარტა, რა მექანიზმები არსებობს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონპროექტების გაწვევისთვის.

"მეორე კანონპროექტი [„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ], რომელსაც ამერიკულს უწოდებენ და რომელიც პარლამენტს დღეს უნდა განეხილა, შეიძლება, იქნას გაწვეული. რაც შეეხება პირველ კანონპროექტს [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ], რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო, მისი გამოწვევა შეუძლებელია და არსებობს ორი მექნიზმი:

  • პირველი მექანიზმი – ეს მექანიზმი რეგლამენტით არის განსაზღვრული და გულისხმობს პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვის დაწყებას. მას პლენარულ სხდომაზე უნდა უყარონ კენჭი და ჩააგდონ.
  • მეორე მექანიზმი – ეს მექანიზმი არის ის, რომ კანონპროექტი შემოდინ თაროზე, ანუ აღარ გააგრძელონ განხილვა. ეს მეორე მექანიზმი უფრო საშიშია, რადგან ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ, ჩამოიღონ თაროდან და გააგრძელონ მეორე მოსმენით განხილვა", – აცხადებს ხმალაძე.

ცნობისთვის: დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება გავრცელდა, რომელშიც აღნიშნავენ, რომ „ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვევენ მათ მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ]“.

მმართველი ძალა არ აღიარებს არც შეცდომებს, არც სიცრუეს - პირიქით, ჯიუტად ცდილობს, დაარწმუნოს მსმენელი, რომ მისი სადეზინფორმაციო ნარატივებია სიმართლე და არა ის, რაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების თემაზე მთელი ვიცილიზებული სამყაროს, ყველა პარტნიორი ქვეყნის, ყველა საერთაშორისო ინსტიტუტის მხრიდან და საქართვლოში "ოცნების" ოპონნტებისგან ითქვა. მეტიც, მმართველმა ძალამ თავის დღევანდელ განცხადებაში ფაქტბრივად, დააანონსა კრემლისტური სადეზინფორმაციო პროპაგანდის მასშტაბების გაფრთოება და მასში სახელისუფლებო პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებთან ერთად ახლა უკვე მთელი სახელისუფლებო რესურსის ჩართვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S