Accentnews.ge
რა საკითხები განიხილა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარ მრჩეველთან შეხვედრისას

რა საკითხები განიხილა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარ მრჩეველთან შეხვედრისას

09/03/2023 12:41:15 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის მთავარ მრჩეველს კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში ლუის ბონოს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრეს–სამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ლუის ბონოს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას. ამ მიმართულებით ხაზი გაესვა პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებულ სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო-სამეზობლო ინიციატივის მნიშვნელობას.

საუბარი შეეხო საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობასა და სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერებას სხვადასხვა სფეროში“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მისი ცნობით, "მთავრობის მეთაურმა ლუის ბონოს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერისთვის".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S