Accentnews.ge
ირაკლი კობახიძე: სახელმწიფომ ჰუმანურობა კიდევ ერთხელ აჩვენა

ირაკლი კობახიძე: სახელმწიფომ ჰუმანურობა კიდევ ერთხელ აჩვენა

09/03/2023 14:28:17 პოლიტიკა

„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბოლო დღეებში თბილისში გამართული დემონსტრაციების დაშლას ეხმიანება და აცხადებს, რომ "სახელმწიფომ კიდევ ერთხელ აჩვენა ჰუმანურობა".

იგი მადლობას უხდის სამართალდამცავ სტრუქტურებს.

„ჩვენ ვართ აბსოლუტურად განსხვავებული, რაც გამოჩნდა გუშინ და გუშინწინ, როდესაც ჰუმანურობა კიდევ ერთხელ აჩვენა სახელმწიფომ, მათ შორის, სამართალდამცავმა სტრუქტურებმა და მათ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მოთმინებისთვის და პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად მოქმედებისთვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

7-9 მარტს „უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციები საპოლიციო ძალებმა დაშალეს. არასამტავრობო ორგანიზაციების შეფასებით, რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი მოქალაქეების მისამართით სახელმწიფო საპოლიციო ძალას უკანონოდ და არაპროპორციულად გამოიყენეს.

„როგორც საჯაროდ გავრცელებული კადრებიდან ჩანს, საშუალებების გამოყენება ხდება წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ამასთან, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენება ერთმანეთის პარალელურად, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტს. ამასთან, ადგილი აქვს ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის ინტენსიურად, დროში შემჭიდროებულ შუალედებსა და დიდი რაოდენობით გამოყენებას, რასაც, გარდა არაპროპორციული ბუნებისა, აქვს მშვიდობიანი მოქალაქეებისადმი არასათანადო მოპყრობის ტოლფასი ეფექტი", - ნათქვამია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" განცხადებაში.

დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება გავრცელდა, რომელშიც აღნიშნავენ, რომ „ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვევენ მათ მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ]“.

მმართველი ძალა არ აღიარებს არც შეცდომებს, არც სიცრუეს - პირიქით, ჯიუტად ცდილობს, დაარწმუნოს მსმენელი, რომ მისი სადეზინფორმაციო ნარატივებია სიმართლე და არა ის, რაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების თემაზე მთელი ვიცილიზებული სამყაროს, ყველა პარტნიორი ქვეყნის, ყველა საერთაშორისო ინსტიტუტის მხრიდან და საქართვლოში "ოცნების" ოპონნტებისგან ითქვა. მეტიც, მმართველმა ძალამ თავის დღევანდელ განცხადებაში ფაქტბრივად, დააანონსა კრემლისტური სადეზინფორმაციო პროპაგანდის მასშტაბების გაფრთოება და მასში სახელისუფლებო პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებთან ერთად ახლა უკვე მთელი სახელისუფლებო რესურსის ჩართვა.

დღეს 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ კვლავ გაიმართება აქცია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S