Accentnews.ge
"თანაბრად გვაინტერესებს ვინ აფინანსებს როგორც "სირცხვილიას", ისე "პრიმაკოვის ფონდს"

"თანაბრად გვაინტერესებს ვინ აფინანსებს როგორც "სირცხვილიას", ისე "პრიმაკოვის ფონდს"

09/03/2023 14:23:24 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველ გუნდს "თანაბრად აინტერესებს ვინ აფინანსებს როგორც "სირცხვილიას", ისე "პრიმაკოვის ფონდს".

"პრიმაკოვის ფონდიც" და "სიცხვილიაც" არის გარკვეული რისკების შემცველი ჩვენი ქვეყნისთვის. "სირცხვილიას" რისკები არის გუშინ რაც გამოჩნდა. მათი ერთ-ერთი ლიდერი პირდაპირ აორგანიზებდა ისეთ სცენარს, რაც სწორედ რუსულ ინტერესებში შედის. აქდან გამომდინარე, ჩვენ თანაბრად გვაინტერესებს, ვინ აფინანსებს როგორც "სირცხვილიას," ისე "პრიმაკოვის ფონდს", – განაცხადა კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონპროექტზე საუბრისას.

მოძრაობა "სირცხვილია" 20 ივნისის აქციების დროს გაჩენილი საპროტესტო მოძრაობის შედეგად შექმნილი ახალგაზრდული ორგანიზაციაა. "პრიმაკოვის ფონდი" ღიად პრორუსული ორგანიზაციაა, რომლის ხელმძღვანელიც საქართველოში ჰომოფობი პოლიტიკოსი, დიმიტრი ლორთქიფანიძეა.

ცნობისთვის: დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება გავრცელდა, რომელშიც აღნიშნავენ, რომ „ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვევენ მათ მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ]“.

მმართველი ძალა არ აღიარებს არც შეცდომებს, არც სიცრუეს - პირიქით, ჯიუტად ცდილობს, დაარწმუნოს მსმენელი, რომ მისი სადეზინფორმაციო ნარატივებია სიმართლე და არა ის, რაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების თემაზე მთელი ვიცილიზებული სამყაროს, ყველა პარტნიორი ქვეყნის, ყველა საერთაშორისო ინსტიტუტის მხრიდან და საქართვლოში "ოცნების" ოპონნტებისგან ითქვა. მეტიც, მმართველმა ძალამ თავის დღევანდელ განცხადებაში ფაქტბრივად, დააანონსა კრემლისტური სადეზინფორმაციო პროპაგანდის მასშტაბების გაფრთოება და მასში სახელისუფლებო პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებთან ერთად ახლა უკვე მთელი სახელისუფლებო რესურსის ჩართვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S